რომელია ყველაზე სახიფათო ჭურჭელი ჩვენს სამზარეულოში - 4 ფაქტურა, რომელსაც უნდა ერიდოთ

რომელია ყველაზე სახიფათო ჭურჭელი ჩვენს სამზარეულოში - 4 ფაქტურა, რომელსაც უნდა ერიდოთ

ნებისმიერ ოჯახში, როგორც წესი, სხვადასხვა მეტალისა და მასალის ჭურჭელს იყენებენ. ჭურჭელი არა მარტო პრაქტიკული, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოც უნდა იყოს. არადა დიდი შანსია, რომ ჩვენს სამზარეულოშიც მოიძებნებოდეს ჭურჭელი, რომელშიც საკვების შენახვა-მომზადება საფრთხის შემცველია. რომელი ჭურჭლისგან არის მოსალოდნელი საკვებში მავნე ქიმიური ნივთიერების მოხვედრა?

1. ალუმინის ჭურჭელი

იმის გამო, რომ ძალიან გამძლე და ადვილად მოსავლელია, საკმაოდ ბევრ ოჯახში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ალუმინის ქვაბები ძალიან პოპულარული იყო, დღეს სპეციალისტები მისგან თავის შეკავებას გირჩევენ. ალუმინში მზადებისას კერძში სახიფათო ნივთიერებები ხვდება, საკვების გაჩერება მასში კი საერთოდ დაუშვებელია.

2. ტეფლინიზებული ქვაბები და ტაფები

ტეფლონი მეტალის გარე საფარველად გამოიყენება და მისი ფუნქციაა, ჭურჭელმა კერძი არ მიიწვას. არსებობს მოსაზრება, რომ გახურებისას ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს