კახა კალაძე "ენგურჰესთან" დაკავშირებით აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე "ენგურჰესთან" დაკავშირებით აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები – მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი, ასევე, საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელმაც კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, "ენგურჰესის" რეაბილიტაციის საკითხი იყო განხილული. ამასთან, ასლან ბასარიას თქმით, კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება. მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები "ენგურჰესის" აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთზე გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა