რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი ყირიმშიც განათავსოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი ყირიმშიც განათავსოს

რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის ყირიმშიც განათავსოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმა არ არსებობს. "რა თქმა უნდა, რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი თავის ნებისმიერ ტერიტორიაზე განათავსოს, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევს", - აღნიშნა ულიანოვმა.

მისი თქმით, ამერიკის ქმედებები, რომელიც მოკავშირე ქვეყნების პილოტებს ბირთვული იარაღის გამოყენებას ასწავლის, საფრთხეს უქმნის გლობალურ სტრატეგიულ უსაფრთხოებას და ბირთვული განიარაღების მომდევნო ნაბიჯებს პრობლემატურს ხდის.

2014 წელს ყირიმში რუსეთის ბირთვული შეიარაღების განთავსება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა