"თუკი პუტინს ფეხი დაუცდება, თავისიანებივე გაატყავებენ" - ვახტანგ კიკაბიძე

"თუკი პუტინს ფეხი დაუცდება, თავისიანებივე გაატყავებენ" - ვახტანგ კიკაბიძე

"რუსეთი უჩვეულო ქვეყანაა, თუკი პუტინს ფეხი დაუცდება, თავისიანებივე გაატყავებენ. ასე იყო საბჭოთა კავშირშიც: სანამ ძლიერი ხარ, ხელს არ გადებენ, როგორც კი რამე შეგემთხვევა - გადაგთელავენ. პოლიტიკა ასეთი რამ არის: რაც უფრო ღრმად შეხვალ, მით უფრო ნაკლები უკან დასახევი გზა გრჩება", - ამბობს მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე "ნოვოე ვრემიეს" ჟურნალისტთან საუბრისას. 

კიკაბიძის თქმით, ამჟამად "ძლიერი" პუტინი "სუსტი" უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. "პუტინმა იცის, რომ არცერთ ქვეყანას არ სურს ამ ომში ჩართვა. შემდეგი შეიძლება ბალტიისპირეთი აღმოჩნდეს. საქართველო საერთოდ რიგგარეშეა. ჩვენთან ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ომი", - ამბობს მსახიობი.

ამასთან, კიკაბიძე აღნიშნავს, რომ კრემლის ქმედებებს მხარდაჭერა რუსი ხალხის იმ განსაკუთრებული ხასიათის გამო აქვს, რასაც ისტორიის დავიწყება ჰქვია. "რუსებმა უბრალოდ დაივიწყეს ისტორია. ახლა ბევრს მოწონს, რომ მათ ახალი ტერიტორიები შემოუერთდათ და ახალი ზღვა აქვთ. ისინი იმასაც კი არ აქცევენ ყურადღებას, რომ ეს მათი არაა".

"რამდენი მუსულმანი ცხობრობს რუსეთში? მილიონზე მეტი. თუკი მუსულმანი გამოვა და ეტყვის რუს მეზობელს: ეს ჩემი სახლია, მე აქ უკვე 50 წელიწადზე მეტია, რაც ვცხოვრობ, შენ კი წადი! ნახევარი რუსეთი ჩემია, ნახევარი კი შენი. ის ხომ გაგიჟდება?" - ამბობს კიკაბიძე.

მომღერალმა აღნიშნა, რომ მრავალი ქართველი, რომელსაც ახსოვს, როგორი დახმარება გაუწიეს უკრაინელებმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დონბასში ოკუპანტებთან საბრძოლველად მიდის.

"ცოტა ხნის წინ ერთ ახალგაზრდას კრძალავდნენ, უკრაინიდან ჩამოიყვანეს. ტყუილად არ ითვლება, რომ ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო. მათ თეთრ ყვავებს ეძახიან. ისინი მსოფლიოს მოქალაქეები არიან და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის" - განაცხადა მსახიობმა "ნოვოე ვრემიეს" ჟურნალისტთან საუბარში.

/

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება