"ინფო 9" კომპანია "მაგთიკომს" "პალიტრა TV"-ის "მაგთისატის" სამომხმარებლო პაკეტში განთავსებისკენ მოუწოდებს

"ინფო 9" კომპანია "მაგთიკომს" "პალიტრა TV"-ის "მაგთისატის" სამომხმარებლო პაკეტში განთავსებისკენ მოუწოდებს

საინფორმაციო პორტალი "ინფო 9"კომპანია "მაგთიკომს""პალიტრა TV“-ის მაგთისატის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებისკენ მოუწოდებს.

"მაგთიკომი""პალიტრა TV“-ს მაგთისატის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე წელიწადზეა მეტია უარს აცხადებს. სამწუხაროდ, "მაგთიკომის"ბადეში “პალიტრა TV”-ს განთავსება არ ხდება მაშინ, როცა სხვა მაუწყებლებს, რომლებიც მსგავსი ფორმატით მაუწყებლობენ და სიგნალს გადასცემენ, ოპერატორი დაბრკოლებებს არ უქმნის. ამით ზარალდება როგორც მაყურებელი, რომელსაც შეზღუდული აქვს უფლება, თავად აირჩიოს ინფორმაციის წყარო, ასევე ტელევიზია, რომელიც ინფორმაციის სრულად გავრცელებას ვერ ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის მიმდინარე არაერთი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. კომპანიებს შორის დავა განიხილა,როგორც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლომ.

"პალიტრა TV“-ს მოთხოვნა მაგთისატის სამაუწყებლოს არხის სამომხმარებლო პაკეტში ჩართვის შესახებ ეფუძნება "მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-40 (1) მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ადგენს ე.წ. Must Carry/Must Offer რეგულაციას, რომელიც მაუწყებლობისტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო კომპანიებს) ავალდებულებს, საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი თუკერძო ლიცენზირებული საერთო მაუწყებლები.

"ინფო 9"უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას და იმედს გამოთქვამს, რომ "მაგთიკომი"Must Carry-ს დემოკრატიულ პრინციპებს დაიცავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია