თელავში ირაკლი ბოჭორიშვილის მკვლელობაში და მისი ძმის ანდრო ბოჭორიშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი შს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომელია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შს ახმეტის რაიონულ სამმართველოში ის დაახლოებით 3 კვირის წინ დაინიშნა პანკისის ქვეგანყოფილების ინსპექტორად.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის პოლიციაში განუცხადეს, ამ პერიოდში შს ახმეტის რაიონულ სამმართველოს ნარკოტიკების მოხმარებისთვის რამდენჯერმე გასამართლებული ზურაბ უძილაური ხელმძღვანელობდა.
ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში