დედაქალაქის რამდენიმე უბანს, ხვალ დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.