ick.ge: პოლიციელმა თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

ick.ge: პოლიციელმა თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

ბოლო განახლება| თელავში მკვლელობის შემდეგ პოლიცია კახეთში რეიდს ატარებს, ჩხრეკენ ყველა მანქანას

თელავში, ე.წ. "სამხედრო ქალაქთან" მკვლელობა მოხდა. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე ასაკის ირაკლი ბოჭორიშვილი, ხოლო მისი ძმა ანდრო ბოჭორიშვილი დაჭრილია, ის თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, ირაკლი ბოჭორიშვილი პოლიციელმა მოკლა. შემთხვევის ადგილზე საოლქო პროკურატურის თანამშრომლები მუშაობენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია პოლიციის თანამშრომლის ვინაობაც, თუმცა რადგან შს სამინისტრო მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს, საინფორმაციო ცენტრი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, სტაციონარში შეყვანისას ირაკლი ბოჭორიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, მის ძმას ანდრო ბოჭორიშვილს კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

მკვლელობის მიზეზის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია