თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებს გაფუჭებული ხორცით კვებავენ? - "ამით წამლავენ ჩვენს პატარებს"

თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებს გაფუჭებული ხორცით კვებავენ? - "ამით წამლავენ ჩვენს პატარებს"

უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, გიორგი ბურჯანაძე ბაღებში უხარისხო და გაფუჭებული ხორცპროდუქტების შეტანის კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, შედეგად, საბავშვო ბაღებში მოწამვლის ფაქტებია დაფიქსირებული.

მისი თქმით, კორუფციულ სქემაში ჩართულები არიან მერიის, ბაღების მართვის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

"თბილისის მერიის ბაღების მართვის სააგენტო ხელს უწყობს ამ პრობლემის გაღვივებას, საუბარია უხარისხო პროდუქტის შეტანაზე კვების ბლოკში, რაც იწვევს პატარების ჯანრთელობაზე უარყოფით ასახვას. ბევრი მათგანის მშობელი გარკვეული სახის ფინანსურ და მორალურ ზარალს ღებულობს. აქედან გამომდინარე, მერიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ კორუფციულ სქემაში არიან გარეული ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ღებულობს 7-ლარიან ხორცს, რითაც წამლავენ ჩვენს პატარებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, კორუფციულ სქემაში ჩარეულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარკვეული ჯგუფიც, რომელსაც აღნიშნულ საკითხებზე ინსპექტირება ევალება.

"ბაგა ბაღებისთვის თბილისში გამოყოფილია 86 მილიონი, კვების ბლოკზე აქედან 45% მოდის. აქედან 10%-ს თუ კი ე.წ. ატკატის სახით და ფასების ლავირებით, მიიღებენ, წელიწადში 5 მილიონი გამოდის, რაც სოლიდური თანხაა", - განაცხადა გია ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მასალები უკვე მიეწოდა შესაბამის უწყებებს და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ მერიის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა გათავისუფლებაზე განცხადება დაწეროს. ამასთან მისი თქმით, გათავისუფლება მოუწევს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს.

უფლებადამცველმა მედიას ბაგა-ბაღიდან ამოღებული ხორციც აჩვენა, რომელიც მისი თქმით, უვარგისია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია