ამერიკული სოლიდარობა: როგორ გლოვობენ ამერიკაში ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილ ქართველ კურსანტებს

ამერიკული სოლიდარობა: როგორ გლოვობენ ამერიკაში ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილ ქართველ კურსანტებს

ფეისბუქზე, გიორგი კაციტაძის მიერ გავრცელებულ ფოტოსურათზე ნაჩვენებია, როგორ გამოხატეს პატივისცემა ამერიკელმა კადეტებმა, ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების მიმართ. მათ გლოვის ნიშნად, სურათები საქართველოს დროშის გამოსახულებით შეცვალეს.

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ნიუ ჯერსიში გარდაცვლილი აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი 10 მარტს გაიმართება. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო და აშშ-ში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი კურსანტების ხსოვნის პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს.

"10 მარტს 15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში, მისამართზე 232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604 გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კურსანტები ავტოავარიას ემსხვერპლნენ.

იხილეთ| "უბედურება დაგვატყდა ოჯახს" - აშშ-ში გარდაცვლილი კურსანტის მამა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია