9 მარტი: რა იცით საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღის შესახებ

9 მარტი: რა იცით საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღის შესახებ

1956 წლის 9 მარტი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღია. ამ დღეს სტალინის პიროვნების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა და დახოცა. რა იყო 9 მარტი, ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება, თუ მხოლოდ სტალინი დაცვა ამაზე კომენტარი ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს ვთხოვეთ:

- საქართველოში სტალინის გარდაცვალებას 5 მარტს აღნიშნავდნენ, მაგრამ 1956 წლის თებერვალში ჩატარდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, სადაც ახალი ლიდერი ნიკიტა ხრუშოვჩი სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის წინადადებით გამოვიდა. ამავე პერიოდში დაგმეს სტალინის მართვის მეთოდები, გამოცხადდა ლიბერალიზაცია და მართვის მეთოდების ახალი კურსი. ეს თავისთავად პროგრესული მოვლენა იყო და სხვათაშორის, დასაველთშიც ასე შეაფასეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს ფაქტი სხვანაირად აღიქვა, რადგან სტალინის პიროვნების კულტის დაგმობა ძალიან მახინჯი ფორმით მიმდინარეობდა.

საკავშირო პრესაში ტოტალიტარიზმს და 30-იანი წლების რეპრესიებს მარტო სტალინს აბრალებდნენ და ამაში დამნაშავედ მის ქართულ წარმოშობას მიიჩნევდნენ. სტალინის ფენომენი ახსნილი იყომ როგორც აზიური, ბარბაროსული ფენომენი და ბუნებრივია, ეს ქართველებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ ჩვენმა ახალგაზრდობამ, ინტელიგენციამ და ზოგადად საზოგადოებამ, ძალიან უარყოფითად აღიქვა ეს გადაწყვეტილება. იმ პერიოდში, ქართველებისთვის სტალინის პიროვნებაში განსახიერებული იყო ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თავმოყვარეობა. სტალინი რომ ქართველი არ ყოფილიყო, 9 მარტს არც არაფერი მოხდებოდა. 1956 წლის 5-6 მარტს დაიწყო მანიფესტაცია, რომელიც 7-8 მარტს ძალიან ხალხმრავალი გახდა. ახალგაზრდება გადაწყვიტეს, რომ მოსკოვში, ლენინგრადში და საბჭოთა კავშირის სხვა დიდ ქალაქებში გაეგზავნათ დეპეშები სოლიდარობის და მხარდაჭერის თხოვნით და მივიდნენ კავშირგაბმულობის სახლთან (დღევანდელი პირველი გიმნაზიის გვერდით). ამ დროისათვის ხრუშჩოვმა და საბჭოთა ხელისფლებამ გადაწყვიტა, რომ ძალისმიერი მეთოდებით გასწორებდონენ მომიტინგეებს (თუმცა სხვა ათასი მშვიდობიანი გზა არსებობდა მიტინგის დასაშლელად), რადგან ხრუშჩოვს ეშინოდა რომ ეს მოძრაობა სხვა რესპუბლიკებშიც არ გავრცელებულიყო და ამიტომაც მოაწყო ეს სისხლიანი ჟლეტა. უკვე გამოძახებული იყო საბჭოთა არმიის ნაწილები და 9 მარტის ღამეს მომიტინგეებს, რომელთა უმეტესობა ახალგარზდები იყვნენ, ცეცხლი გაუხსნენს და უმოწყალოდ დახოცეს.

- საქართველოს ხელისუფლებას თუ შეეძლოა ამ დარბევის თავიდან აცილება?

- ამ დროს ცეკა-ს მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე. ის არ იყო მტკიცე ნების ადამიანი, დამყოლი იყო და არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია მოსკოვიდან მოსული ბრძანებისათვის. სხვათაშორის, მასთან სამჯერ იყო მომიტენგეების დელეგაცია მისული და ის ეხვეწოებოდა, რომ შვილებო, წადით სახლშიო, მაგრამ ამ ხვეწნის მეტი მას არაფერი გაუკეთებია. ბუნებრივია, ისიც არის დამნაშავე ამ ხოცვა-ჟლეტაში, მაგრამ ის არის მეორადი დამნაშავე, ის იყო მოსკოვიდან მიღებული დაკვეთის შემსრულებელი.

- რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ დღეს?

- ამ დღის უშუალო მოსწრე ნოდარ ნათაძე ამბობს, რომ 500-1200 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 23 ადამიანის დაღუპვა გამოცხადდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ 23 კაცის დაღუპვა ზღაპარია, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში დიდი ციფრს არ დაასახელებდა. ბუნებრივია, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 23 ადამიანი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა, დაუზუტებელია. თვითონ ბატონი ნოდარის ცნობაც უზუსტოა, რადგან 500-დან 1200-მდე შუაში 700 ერთეულია.

- საბჭოთა ისტორიოგრაფია როგორ აფასებდა ამ მოვლენას?

- საბჭოთა ისტორიოგრაფია, ქართულიც და რუსულიც, საერთოდ არ აფასებდა ამ ფაქტს და სრულ იგნორიებას უკეთებდა. ეს მოვლენა არ ისწავლებოდა. იყო მიჩუმათებული და დაფარული თემა, მაგრამ თუ რაიმე სამეცნიერო წიგნში ან ლიტერატურაში ვინმე შეეხებოდა, წერდნენ რომ ეს იყო ქართველი ნაციონალისტების გამოხდომა და ძალიან უარყოფითად იყო შეფასებული.

- რა შეცვალა ქართველთა ცნობიერებაში 1956 წლის 9 მარტმა?

- ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ასე თუ ისე სჯეროდა კომუნისტური სოლიდარობის,  დარწმუნდა რომ ეს იყო ჩვეულებრივი იმპერია, რომელიც ისევე უსწორდება ხალხს, როგორც ადრე მეფე აკეთებდა ამას. ეს დღე იყო ქართველი ახალგაზრდობის გამოღვიძების და ქართული ცნობიერების გაღვივების დღე. ეს იყო მოვლენა, რომელმაც ეროვნული ღირებულებებისაკენ შემობრუნება განაპირობა. 9 მარტს, ვითომ სტალინის დაცვის მოტივით მოხდა გამოსვლა, მაგრამ სტალინის დაცვაში გამოხატული იყო ქართული ეროვნული მისწრაფებები და ეროვნული თავმოყვარეობა. 9 მარტს არაერთხელ გაისმა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნები. 9 მარტის მერე რამდენიმე არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია შეიქმნა. განთავისუფლების კომიტეტები და სხვ. ამის მერე შეიქმნა ზ.გამსახურდიას და მ.კოსტავას მიერ დაარსებული პატრიოტული ორგანიზაცია "გორგასლიანიც".

- 9 აპრილსა და 9 მარტს შორის, თუ შეიძლება პარალელის გავლება?

- მიზნები იყო სხვადსხვა, მაგრამ მოტივაცია ერთიდაგივე იყო, ერთნაირი იყო დამსჯელი ორგანიზაციის მოქმედებაც... უმარავი პარალელი შეგვიძლია ვნახოთ. მე ვიტყოდი, რომ ეს ორი თარიღი ტყუპისცალები არიან.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია