სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვაზაგაშვილის აფეთქებაში კიდევ ერთი პოლიციელი მონაწილეობდა? - დანაშაულის გამოძიებაში სიახლეა
ვაზაგაშვილის აფეთქებაში კიდევ ერთი პოლიციელი მონაწილეობდა? - დანაშაულის გამოძიებაში სიახლეა

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ნა­შა­უ­ლის კი­დევ ერთი სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე გა­მო­ავ­ლი­ნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გა­მოვ­ლე­ნი­ლია კი­დევ ერთი პირი, რომ­ლის დნმ მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე აღე­ბულ დნმ-ის ნი­მუშს და­ემ­თხვა.

"ეს პირი სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე და­კი­თხუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის მიერ. თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და უნდა დად­გინ­დენს ამ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის შემ­ხებ­ლო­ბა ან უარ­ყო­ფა მკვლე­ლო­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ე­ლია, აღ­ნიშ­ნულს ად­ვო­კა­ტი არ ადას­ტუ­რებს.

"ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ ეს პირი პო­ლი­ცი­ე­ლია. ჩემ­თვის ეს ცნო­ბი­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი - ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი­დან, სა­დაც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, სო­სა­ნაშ­ვი­ლის გარ­და, სხვა პირ­თა დნმ-ს ნი­მუ­შე­ბია აღე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა კი, მუ­შა­ობს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვაზაგაშვილის აფეთქებაში კიდევ ერთი პოლიციელი მონაწილეობდა? - დანაშაულის გამოძიებაში სიახლეა

ვაზაგაშვილის აფეთქებაში კიდევ ერთი პოლიციელი მონაწილეობდა? - დანაშაულის გამოძიებაში სიახლეა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამოძიებამ დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, გამოვლენილია კიდევ ერთი პირი, რომლის დნმ მკვლელობის ადგილზე აღებულ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა.

"ეს პირი სავარაუდოდ, უკვე დაკითხულია გამოძიების მიერ. თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება და უნდა დადგინდენს ამ კონკრეტული პირის შემხებლობა ან უარყოფა მკვლელობასთან", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იდენტიფიცირებული პირი პოლიციელია, აღნიშნულს ადვოკატი არ ადასტურებს.

"ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს პირი პოლიციელია. ჩემთვის ეს ცნობილი არ არის", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ერთი პირი - ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ყარაფილაში, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავიდან, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, სოსანაშვილის გარდა, სხვა პირთა დნმ-ს ნიმუშებია აღებული. გამოძიება კი, მუშაობს იდენტიფიცირებაზე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ