სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პაემანი" ცირკთან, ანუ როგორ გავყავი თავი შარში
"პაემანი" ცირკთან, ანუ როგორ გავყავი თავი შარში

ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი კუ­რი­ო­ზი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ და თუ თა­ვის დრო­ზე თავს გა­დახ­დე­ნილ­მა ამ­ბავ­მა გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ეს ამ­ბა­ვი ხა­ლი­სი­თაც კი გა­იხ­სე­ნოთ. სწო­რედ ასე­თი კუ­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი მი­ამ­ბო ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა.

მა­ი­კო: - სა­ჰა­ე­რო სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი. ცხოვ­რე­ბა რომ გარ­თულ­და, სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს აზრი აღარ ჰქონ­და, ხელ­ფა­სებს თვე­ო­ბით ვერ გვაძ­ლევ­დნენ. მე­სა­მე ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, გიოს წვა­ლე­ბით ვზრდი­დით. ჩემი მე­უღ­ლე არ მუ­შა­ობ­და, მეც ეგ­რეთ წო­დე­ბულ "დეკ­რე­ტულ­ში" ვი­ყა­ვი. მა­შინ სამ­წლი­ა­ნი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა იყო და დე­დას, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, შე­ეძ­ლო, ბო­ლომ­დე გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ის, ან ადრე გა­სუ­ლი­ყო სამ­სა­ხურ­ში. ვი­ცო­დი, რომ სამ­სა­ხურ­ში კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ამი­ტო­მაც შინ ვი­ჯე­ქი და შვი­ლებს ვუვ­ლი­დი. მერე თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­მო­მით­ვა­ლეს, - გეყო "ნე­ბივ­რო­ბა", ხელ­ფა­სებს გვაძ­ლე­ვენ და გა­მო­დიო... სი­ხა­რუ­ლით წა­ვე­დი. სამი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, რომ სა­ზე­ი­მოდ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, ხელ­ფა­სე­ბი გა­გე­ზარ­დათ, კარ­გი მუ­შა­ო­ბის­თვის კი, პრე­მი­ე­ბიც გექ­ნე­ბა­თო.

აე­რო­პორ­ტში, გამ­შვებ პუნ­ქტში მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მით უფრო ქა­ლის­თვის ხში­რად არის გვი­ა­ნი რე­ი­სე­ბი, ღა­მის მო­რი­გე­ო­ბე­ბი. მაგ­რამ რად­გან ხელ­ფა­სი იმ პე­რი­ოდ­ში მა­ღა­ლი გვქონ­და (500 ლარი), უძი­ლო­ბას რა­ღას და­ვე­ძებ­დით. რამ­დე­ნი­მე კაცს მან­ქა­ნა ჰქონ­და და თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბი თბი­ლი­სის ცენ­ტრამ­დე, ან მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის რო­მე­ლი­მე სად­გუ­რამ­დე მოვ­ყავ­დით.

ერთხელ, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ჩვენ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა გო­ჩამ ოთხი ქალი ჩაგ­ვსვა და ქა­ლა­ქის­კენ და­ვი­ძა­რით. გზა­დაგ­ზა, ვი­საც სად უნ­დო­და, იქ ჩა­მოს­ვა. მეღა შე­მოვ­რჩი. დაღ­ლი­ლო­ბის­გან არა­ქა­თი მქონ­და გა­მო­ლე­უ­ლი, წამ­თვლი­მა კი­დეც, რომ მო­ბი­ლუ­რის ზარ­მა შე­მა­ფხიზ­ლა. გო­ჩას უფ­რო­სი ურე­კავ­და და უკან, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­და. - შენ ისეთ ად­გი­ლას ჩა­მოგ­სვამ, სა­დაც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ივ­ლის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სიო, მი­თხრა გო­ჩამ და მან­ქა­ნა მა­ლე­ვე გა­ა­ჩე­რა. "ისე­თი ად­გი­ლი" ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია აღ­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ, დი­ლის 11 სა­ა­თია, ვდგა­ვარ ცირ­კის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, ცალ ხელ­ში მი­ჭი­რავს ჩან­თა, მე­ო­რე­ში კი დო­კუ­მენ­ტე­ბით სავ­სე დიდი სა­ქა­ღალ­დე და თვა­ლებ­მიბ­ლე­ტი­ლი ვე­ლო­დე­ბი ტრან­სპორ­ტს. უცებ ჩემ წინ მან­ქა­ნა და­მუხ­რუჭ­და. ფან­ჯრი­დან ასე 25-26 წლის ბიჭ­მა გა­მო­ყო თავი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მო­მე­სალ­მა:

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პაემანი" ცირკთან, ანუ როგორ გავყავი თავი შარში

"პაემანი" ცირკთან, ანუ როგორ გავყავი თავი შარში

ცხოვრებაში უამრავი კურიოზი შეიძლება შეგხვდეთ და თუ თავის დროზე თავს გადახდენილმა ამბავმა გაგაღიზიანათ, შემდეგ შეიძლება ეს ამბავი ხალისითაც კი გაიხსენოთ. სწორედ ასეთი კურიოზული ამბავი მიამბო ჩემმა რესპონდენტმა.

მაიკო: - საჰაერო სასაზღვრო დეპარტამენტში ვმუშაობდი. ცხოვრება რომ გართულდა, სამსახურში სიარულს აზრი აღარ ჰქონდა, ხელფასებს თვეობით ვერ გვაძლევდნენ. მესამე ბავშვი გავაჩინე. ძალიან გაგვიჭირდა, გიოს წვალებით ვზრდიდით. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა, მეც ეგრეთ წოდებულ "დეკრეტულში" ვიყავი. მაშინ სამწლიანი დეკრეტული შვებულება იყო და დედას, სურვილისამებრ, შეეძლო, ბოლომდე გამოეყენებინა ის, ან ადრე გასულიყო სამსახურში. ვიცოდი, რომ სამსახურში კარგი არაფერი ხდებოდა, ამიტომაც შინ ვიჯექი და შვილებს ვუვლიდი. მერე თანამშრომლებმა შემომითვალეს, - გეყო "ნებივრობა", ხელფასებს გვაძლევენ და გამოდიო... სიხარულით წავედი. სამი თვეც არ იყო გასული, რომ საზეიმოდ გამოგვიცხადეს, ხელფასები გაგეზარდათ, კარგი მუშაობისთვის კი, პრემიებიც გექნებათო.

აეროპორტში, გამშვებ პუნქტში მუშაობა საკმაოდ რთულია, მით უფრო ქალისთვის ხშირად არის გვიანი რეისები, ღამის მორიგეობები. მაგრამ რადგან ხელფასი იმ პერიოდში მაღალი გვქონდა (500 ლარი), უძილობას რაღას დავეძებდით. რამდენიმე კაცს მანქანა ჰქონდა და თანამშრომელი ქალები თბილისის ცენტრამდე, ან მეტროპოლიტენის რომელიმე სადგურამდე მოვყავდით.

ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ჩვენმა თანამშრომელმა გოჩამ ოთხი ქალი ჩაგვსვა და ქალაქისკენ დავიძარით. გზადაგზა, ვისაც სად უნდოდა, იქ ჩამოსვა. მეღა შემოვრჩი. დაღლილობისგან არაქათი მქონდა გამოლეული, წამთვლიმა კიდეც, რომ მობილურის ზარმა შემაფხიზლა. გოჩას უფროსი ურეკავდა და უკან, სამსახურში დაბრუნებას სთხოვდა. - შენ ისეთ ადგილას ჩამოგსვამ, სადაც ბევრი მიმართულებით გამოივლის მიკროავტობუსიო, მითხრა გოჩამ და მანქანა მალევე გააჩერა. "ისეთი ადგილი" ცირკის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. მოკლედ, დილის 11 საათია, ვდგავარ ცირკის მოპირდაპირე მხარეს, ცალ ხელში მიჭირავს ჩანთა, მეორეში კი დოკუმენტებით სავსე დიდი საქაღალდე და თვალებმიბლეტილი ველოდები ტრანსპორტს. უცებ ჩემ წინ მანქანა დამუხრუჭდა. ფანჯრიდან ასე 25-26 წლის ბიჭმა გამოყო თავი და ზრდილობიანად მომესალმა:

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს