მსოფლიოს ყველაზე "სექსუალურმა დამნაშავემ" ჯერემი მიქსმა სამოდელო სააგენტო White Cross Management-თან კონტრაქტი გააფორმა. მართალია, ცისფერთვალება პატიმარი ჯერ ისევ სასჯელს იხდის, თუმცა, მოდელის კარიერას ციხიდან გათავისუფლებისთანავე დაიწყებს.
მიქსი მთელმა მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი ფოტო ქალაქ სტოკტონის პოლიციის ვებგვერდზე გამოჩნდა. ფოტოს ერთ საათში 96 000 მოწონება ჰქონდა, ქალებმა მას "სექსუალური დამნაშავე" უწოდეს. 30 წლის მამაკაცს უკვე ფან-კლუბიც ჰყავს.
ქალების ფავორიტი დამნაშავე იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს და 27-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს პირველი სასჯელი როდია - მანამდე ის 9 წელი იჯდა ციხეში შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით.