რა საჩუქრებს ელიან ქალები და რის ჩუქებას აპირებენ მათთვის მამაკაცები

რა საჩუქრებს ელიან ქალები და რის ჩუქებას აპირებენ მათთვის მამაკაცები

სარვამარტოდ ყველა ქალი რაღაცას ელის, მეტნაკლებად ყველა მამაკაციც "რაიმე საჩუქრის" ორგანიზებას გეგმავს. მცირე ექსპერიმენტის ფარგლებში რამდენიმე ქალი და მამაკაცი გამოკითხეს. ქალბატონებს ჰკითხეს, რას ისურვებდნენ სარვამარტო საჩუქრად, მამაკაცებს კი - რის ჩუქებას აპირებდნენ მანდილოსნებისთვის. პასუხებიდან დასკვნა სჯობს თავად გამოითანოთ.

ქალბატონების პასუხები:

- რომანტიკული მოგზაურობა უცხოეთში

- ბინა

- საქორწინო ბეჭედი

- ყვავილების უზარმაზარი თაიგული

- რომანტიკული საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად

- სუნამო

- რაიმე ძვირფასი სამკაული

- შეიძლება ერთმა კოცნამ და ჩახუტებამ ყველაზე ძვირფასი საჩუქრები გადაწონოს

- არაფერი არ მინდა, ოღონდ დავისვენო

- თაიგული

- ყვავილები

რამდენად ემთხვევა მამაკაცების სარვამარტო გეგმები:

- ყვავილები

- როგორც ყოველთვის, ყვავილები

- რა თქმა უნდა, ყვავილები

- ცოლი არ მყავს, კოლეგებს ყვავილებს ვაჩუქებ

- ყვავილები და ტკბილეული

- ყვავილები

- ზუსტად ვერასოდეს გაიგებ, რა მოეწონება. ყვავილები კი ყველას გაუხარდება

- არ ვიცი რა ვაჩუქო, მგონი ყველაფერი აქვს.

- თაიგული

- ბევრი ყვავილი

- ვარდები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს