სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''დარწმუნებული ვარ, ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი ამ კადრის გამო უხერხულობას გრძნობენ...''
''დარწმუნებული ვარ, ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი ამ კადრის გამო უხერხულობას გრძნობენ...''

"ოს­კა­რე­ბის" თემა წინა კვი­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი გახ­ლდათ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად. კი­ნოჟურ­ნა­ლისტ ია ვე­კუ­ას ვთხო­ვეთ, შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ქარ­თველ­თა "ოს­კა­რო­სა­ნი" ლაშ­ქრო­ბა და ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც მათ­მა თი­თო­ე­ულ­მა ნა­ბი­ჯ­მა გა­მო­იწ­ვია.

- ვფიქ­რობ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ზედ­მე­ტი მოს­თხო­ვეს. ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში ასე ხდე­ბო­დეს. ვი­ცით, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მსა­ხი­ო­ბე­ბის გამ­გზავ­რე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თურ­ქეთ­ში თოვ­ლის მოს­ვლა ნამ­დვი­ლად არ არის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბრა­ლი. ჩაც­მუ­ლო­ბის სა­კი­თხი კი თა­ვად უნდა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ და პე­რან­გი სა­მი­ნის­ტროს­თვის არ ეთხო­ვათ. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ასეა, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი თა­ვად არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რომ მსა­ხი­ო­ბებს წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მათი სა­მო­სი ეც­ვათ.

- თუმ­ცა ეს სა­ქარ­თვე­ლოა და აქ არც ისე ად­ვი­ლია კერ­ძო და­ფი­ნან­სე­ბის შოვ­ნა.

- არ არის ცნო­ბი­ლი ის, ეს­ტო­ნეთ­მა რა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის გამ­გზავ­რე­ბა­ში. ფილ­მი არა სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ ეს­ტო­ნე­თის სა­ხე­ლით იყო წარ­დგე­ნი­ლი "ოს­კარ­ზე", შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველ რიგ­ში, მათი ინ­ტე­რე­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად წარ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ეს­ტო­ნურ­მა მხა­რემ საკ­მა­ოდ ბევ­რი შრო­მა ჩადო იმა­ში, რომ ფილ­მი გა­და­ე­ღოთ და შემ­დეგ, ალ­ბათ, წი­ნა­საპ­რო­მო­უ­შე­ნო­დაც და­ხარ­ჯა გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. სა­ბო­ლო­ოდ კი ფილმმა ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეჭვქვეშ არ ვა­ყე­ნებ, უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე ჩვენ არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. სულ სხვა საქ­მე იქ­ნე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით რომ ყო­ფი­ლი­ყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცამ თუ მო­ინ­დო­მა ჰო­ლი­ვუდ­ში წას­ვლა და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა, ეს სა­ხელ­მწი­ფოს პრობ­ლე­მა არ არის. ზაზა ურუ­შა­ძეს შე­იძ­ლე­ბო­და მო-ენ­დო­მე­ბი­ნა, რომ თა­ვი­სი კა­რის მე­ზო­ბე­ლი წა­ეყ­ვა­ნა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მაგ­რამ ამი­სი და­ფი­ნან­სე­ბა არ უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო სახ-ელ­მწი­ფოს.

- ძა­ლი­ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ხომ არ იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიშა მეს­ხის და­ძი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა?

- ჩვენ არ ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და. იქ­ნებ, მიშა მეს­ხი ცუ­დად იყო, ან თავი სტკი­ო­და. თუმ­ცა ვფიქ­რობ, როცა ასეთ ცერ-ემო­ნი­ა­ზე ხვდე­ბი და გაქვს პრე­ტენ­ზია, რომ შენს ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ, ბო­ლომ­დე უნდა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და პრე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი, კავ­ში­რე­ბი გა­ა­ბა და ა.შ. წა­მოწ­ვე და და­ი­ძი­ნო, ეს ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია. მიშა მეს­ხის ადგი-ლას მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო. ადა­მი­ა­ნე­ბი სამ და ოთხ ღა­მეს ათე­ნე­ბენ და თა­ნაც, ქა-რთველ­თა ჯგუ­ფი იქ სამი დღით ადრე ჩა­ვი­და. უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ფხიზ­ლად გაძ­ლო.

- ზაზა ურუ­შა­ძემ რომ პან­ჩუ­რი ამო­არ­ტყა მიშა მესხს, ესეც გახ­და ქი­ლი­კის მი­ზე­ზი.

- ტე­ლე­ვი­ზი­ას რამ­დე­ნად უნდა გა­ეშ­ვა ეს კად­რი, არ ვიცი. მე, მა­გა­ლი­თად, არ გა-ვუშ­ვებ­დი. ზაზა ურუ­შა­ძე და მიშა მეს­ხი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ კად­რის გამო დიდ უხერ­ხუ­ლო­ბას გრძნო­ბენ. ძა­ლი­ან ში­ნაუ-რული კად­რი იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''დარწმუნებული ვარ, ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი ამ კადრის გამო უხერხულობას გრძნობენ...''

''დარწმუნებული ვარ, ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი ამ კადრის გამო უხერხულობას გრძნობენ...''

''ოსკარების'' თემა წინა კვირის ყველაზე აქტუალური საკითხი გახლდათ, რასაკვირველია, დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად. კინოჟურნალისტ ია ვეკუას ვთხოვეთ, შეეფასებინა ქართველთა ''ოსკაროსანი'' ლაშქრობა და ის აჟიოტაჟი, რაც მათმა თითოეულმა ნაბიჯმა გამოიწვია.

- ვფიქრობ, კულტურის სამინისტროს ზედმეტი მოსთხოვეს. ეჭვი მეპარება, რომ სხვა ქვეყნებში ასე ხდებოდეს. ვიცით, რომ კულტურის სამინისტრომ მსახიობების გამგზავრებაში მიიღო მონაწილეობა. თურქეთში თოვლის მოსვლა ნამდვილად არ არის კულტურის სამინისტროს ბრალი. ჩაცმულობის საკითხი კი თავად უნდა მოეგვარებინათ და პერანგი სამინისტროსთვის არ ეთხოვათ. მთელ მსოფლიოში ასეა, დიზაინერები თავად არიან დაინტერესებულნი, რომ მსახიობებს წითელ ხალიჩაზე მათი სამოსი ეცვათ.

- თუმცა ეს საქართველოა და აქ არც ისე ადვილია კერძო დაფინანსების შოვნა.

- არ არის ცნობილი ის, ესტონეთმა რა მონაწილეობა მიიღო ჩვენი მსახიობებისა და რეჟისორის გამგზავრებაში. ფილმი არა საქართველოს, არამედ ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი ''ოსკარზე'', შესაბამისად, პირველ რიგში, მათი ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოჩენილიყვნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ესტონურმა მხარემ საკმაოდ ბევრი შრომა ჩადო იმაში, რომ ფილმი გადაეღოთ და შემდეგ, ალბათ, წინასაპრომოუშენოდაც დახარჯა გარკვეული თანხა. საბოლოოდ კი ფილმმა ასეთ წარმატებას მიაღწია. ჩვენს მონაწილეობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, უბრალოდ, მთავარი მოთამაშე ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით. სულ სხვა საქმე იქნებოდა, საქართველოს სახელით რომ ყოფილიყო ნომინირებული. ვიღაცამ თუ მოინდომა ჰოლივუდში წასვლა და წითელ ხალიჩაზე გასეირნება, ეს სახელმწიფოს პრობლემა არ არის. ზაზა ურუშაძეს შეიძლებოდა მო-ენდომებინა, რომ თავისი კარის მეზობელი წაეყვანა ლოს-ანჯელესში, მაგრამ ამისი დაფინანსება არ უნდა უზრუნველეყო სახ-ელმწიფოს.

- ძალიან გადამეტებული ხომ არ იყო სოციალურ ქსელში მიშა მესხის დაძინებაზე რეაგირება?

- ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა. იქნებ, მიშა მესხი ცუდად იყო, ან თავი სტკიოდა. თუმცა ვფიქრობ, როცა ასეთ ცერ-ემონიაზე ხვდები და გაქვს პრეტენზია, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ, ბოლომდე უნდა იყო მობილიზებული და პრეზენტაბელური, კავშირები გააბა და ა.შ. წამოწვე და დაიძინო, ეს ძალიან უხერხულია. მიშა მესხის ადგი-ლას მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებოდი, რომ სიამოვნება მიმეღო. ადამიანები სამ და ოთხ ღამეს ათენებენ და თანაც, ქა-რთველთა ჯგუფი იქ სამი დღით ადრე ჩავიდა. უამრავი საშუალება არსებობს, რომ რამდენიმე საათი ფხიზლად გაძლო.

- ზაზა ურუშაძემ რომ პანჩური ამოარტყა მიშა მესხს, ესეც გახდა ქილიკის მიზეზი.

- ტელევიზიას რამდენად უნდა გაეშვა ეს კადრი, არ ვიცი. მე, მაგალითად, არ გა-ვუშვებდი. ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი, დარწმუნებული ვარ, ამ კადრის გამო დიდ უხერხულობას გრძნობენ. ძალიან შინაუ-რული კადრი იყო.

იხილეთ გაგრძელება

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს