სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან
ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან

ქმე­დუ­უ­ნა­რო პირ­თა შვი­ლე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გაშ­ვილ­დე­ბი­ან. ცვლი­ლე­ბე­ბა "შვი­ლად აყ­ვა­ნი­სა და მინ­დო­ბით აღ­ზრდის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა , რომ­ლის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქმე­დუ­უ­ნა­როდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პი­რის შვი­ლებს გა­საშ­ვი­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ავ­ტო­მა­ტუ­რად ენი­ჭე­ბათ.

პარ­ლა­მენ­ტში 67 კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს იხი­ლავს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქმე­დუ­უ­ნა­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ძი­რე­უ­ლად იც­ვლე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი ქმე­დუ­უ­ნა­რო პი­რე­ბი ქმე­დუ­ნა­რი­ან პი­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, ხოლო იმ სფე­რო­ში, რო­მელ­შიც ნე­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­მო­ხატ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ, ისი­ნი აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღებ პი­რე­ბად და სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ე­ნიშ­ნე­ბათ მხარ­დამ­ჭე­რი ანუ პირი, რო­მე­ლიც მას სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წყე­ბულ რე­ფორ­მას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უდევს სა­ფუძ­ვე­ლად. კერ­ძოდ, 2014 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ფსი­ქი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვის არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სცნო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და მი­ე­ღო სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით აღი­ა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტებ­თან, ასე­ვე გა­ე­როს "შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის" მო­თხოვ­ნებ­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მიერ 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს იქნა რა­ტი­ფი­ცი­რე­ბულ და ძა­ლა­ში 2014 წლის 12 აპ­რილს შე­ვი­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან

ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან

ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან. ცვლილებება "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონში ხორციელდება , რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის შვილებს გასაშვილებლის სტატუსი ავტომატურად ენიჭებათ.

პარლამენტში 67 კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს იხილავს, რომლის მიხედვით, ქმედუუნარობის ინსტიტუტი ძირეულად იცვლება. მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ქმედუუნარო პირები ქმედუნარიან პირებად მიიჩნევიან, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ნების თავისუფალ გამოხატვას ვერ ახერხებენ, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში დაეხმარება.

ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უდევს საფუძველად. კერძოდ, 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეემუშავებინა და მიეღო საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ასევე გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს იქნა რატიფიცირებულ და ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია