უბნები თბილისში, რომლებიც დღეს დენისა და წყლის გარეშე დარჩება

უბნები თბილისში, რომლებიც დღეს დენისა და წყლის გარეშე დარჩება

უბნები, რომლებსაც ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება დიდგორის რაიონის ზოგიერთ აბონენტს, კერძოდ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძისა და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა და ძმები გრიშაშვილების ქუჩის მცხოვრებლებს.

სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, 13:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზისა და ასკურავას ქუჩების მცხოვრებლებს.

სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, 15:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უბნები, რომლებსაც წყალმომარაგება შეუწყდება

დიდ დიღომსა და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, დღეს, დიდ დიღომში, 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის კიდევ ერთ ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთს წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებენ, რის შემდეგაც ახალ ქსელს ექსპლუატაციაში გაუშვებენ. სამუშაოებს კომპანია, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით 6 მარტის 12:00 საათიდან, 7 მარტის 09:00 საათამდე წყალმომარაგება დიდი დიღომსა და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ სამუშაოების შესაძლებლად მოკლე დროში დასრულებას შეეცდება. დიდ დიღომს წყალმომარაგება 7 მარტის 09:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ