სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა

ლა­რის გუ­შინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კუ­რი­სის შემ­დეგ, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში დო­ლა­რის ფასი გა­ი­ზარ­და. დღეს დო­ლა­რის ყიდ­ვა 2.17 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, გუ­შინ კი ფასი 2.13 ლარს შე­ად­გენ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ყიდ­ვას, მისი ფასი 2.13-დან 2.15 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა ევრო და ყიდ­ვის ფასი კვლავ 2.39-ს შე­ად­გენს, გა­ყიდ­ვის კი - 2.37-ს. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ძი­რი­თა­დად, ევ­როს კურ­სი დო­ლა­რის კურსთან ერ­თად იმა­ტებს და სა­ვა­რა­უ­დოდ ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც, თუ დო­ლარ­მა ზრდა გა­ნაგ­რძო.

ასე­ვე ჯი­ხუ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ დო­ლა­რის ფა­სის გაზ­რდის მი­უ­ხე­და­ვად, მას­ზე მო­თხოვ­ნა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. "ხალ­ხი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, თუმ­ცა დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. მათ სეს­ხე­ბი აქვთ დო­ლა­რებ­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჭირ­დე­ბათ და შე­სა­ბა­მი­სად, ყი­დუ­ლო­ბენ დო­ლარს", - აცხა­დე­ბენ სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი გამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, ლარი დო­ლარ­თან და ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ისევ გა­უ­ფა­სურ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ლა­რის ახა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი გუ­შინ და­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 6 მარ­ტი­დან 1 დო­ლა­რის შე­ძე­ნა 2.1415 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბანკთა­შო­რის ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი კურ­სი, რო­მე­ლიც გუ­შინ მოქ­მე­დებ­და 2.1078 ლარს შე­ად­გენ­და. ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის ცვლი­ლე­ბამ 0.0337ლარი შე­ად­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი კურ­სის თა­ნახ­მად, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც გა­უ­ფა­სურ­და. კერ­ძოდ, 6 მარ­ტი­დან 1 ევ­როს შე­ძე­ნა 2.3657 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ როცა გუ­შინ მოქ­მე­დი კურ­სი 2.3443 ლარს შე­ად­გენ­და. ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის ცვლი­ლე­ბამ ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში 0.0214 ლარი შე­ად­გი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა

ლარის გუშინდელი ოფიციალური კურისის შემდეგ, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა. დღეს დოლარის ყიდვა 2.17 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი ფასი 2.13 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება გაყიდვას, მისი ფასი 2.13-დან 2.15 ლარამდე მერყეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავალუტო ჯიხურებში განუცხადეს, არ გაძვირებულა ევრო და ყიდვის ფასი კვლავ 2.39-ს შეადგენს, გაყიდვის კი - 2.37-ს. თუმცა, მათივე თქმით, ძირითადად, ევროს კურსი დოლარის კურსთან ერთად იმატებს და სავარაუდოდ ასე იქნება ახლაც, თუ დოლარმა ზრდა განაგრძო.

ასევე ჯიხურებში აცხადებენ, რომ დოლარის ფასის გაზრდის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა. "ხალხი უკმაყოფილოა, თუმცა დოლარზე მოთხოვნა არ შემცირებულა. მათ სესხები აქვთ დოლარებში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჭირდებათ და შესაბამისად, ყიდულობენ დოლარს", - აცხადებენ სავალუტო ჯიხურებში.

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 6 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1078 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0337ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 6 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3657 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3443 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია