სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვის იუბილეზე წავიდა სოფო გელოვანი სამშობიაროდან
ვის იუბილეზე წავიდა სოფო გელოვანი სამშობიაროდან

მომ­ღე­რა­ლი სოფო გე­ლო­ვა­ნი უკვე ორი ბი­ჭის დე­დაა. მე­უღ­ლე და მა­მამ­თი­ლი გი­ნე­კო­ლო­გე­ბი ჰყავს, ამი­ტომ ფეხ­მძი­მო­ბი­სას ოჯახ­შიც კი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. მი­უ­ხე­და­ვად მე­უღ­ლის პრო­ფე­სი­ი­სა, ნოდი ლან­დი­ას მა­ინც გა­უ­ჭირ­და ცო­ლის მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბა.

- აკა და­ი­ბა­და შო­ბის წინა დღეს, 6 იან­ვარს, ორი-სამი კვი­რით ადრე გაჩ­ნდა, ვიდ­რე ვე­ლო­დით. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ვიმ­შო­ბი­ა­რე და ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

- მამა და­ეს­წრო მშო­ბი­ა­რო­ბას?

- კი, და­ეს­წრო, ოღონდ ეს ჩემი სურ­ვი­ლი იყო. და­თა­ზე მშო­ბი­ა­რო­ბის დროს ნოდი პე­ტერ­ბურ­გში იყო და რა­ღაც­ნა­ი­რი და­ნაკ­ლი­სი მქონ­და მის გამო, ამი­ტომ ამ­ჯე­რად მინ­დო­და, ჩემ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო. სი­მარ­თლე გი­თხრა, მე­გო­ნა, საქ­მე-საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბო­და, ვე­ტყო­დი, არ და­ეს­წრო-მეთ­ქი, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მინ­და ჩემ­თან ყო­ფი­ლი­ყო, ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გჭირ­დე­ბა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გვერ­დში გე­ყო­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნო­დის მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბის დიდი სურ­ვი­ლი არ ჰქო­ნია, ჩემ გამო შეძ­ლო, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მარ­თა­ლია, თა­ვად გი­ნე­კო­ლო­გია და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის ახა­ლი არ იყო, მა­ინც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ეს პრო­ცე­სი დიდ გან­ცდებს უკავ­შირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე შენი ოჯა­ხის წევ­რს ეხე­ბა.

- ნოდი, რო­გორც ექი­მი, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რჩე­ვებს თუ გაძ­ლევ­და?

- კი, რა თქმა უნდა. ოჯახ­ში ნო­დის გარ­და კი­დევ გვყავს გი­ნე­კო­ლო­გი, ჩემი მა­მამ­თი­ლი - და­ვით ლან­დი­აც ამ სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოჯახ­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს ქვეშ ვი­ყა­ვი, არ დამ­ჭირ­ვე­ბია ექი­მებ­თან ხში­რი ვი­ზი­ტი, ძა­ლი­ან მშვი­დად ვგრძნობ­დი თავს.

- მშვი­დი ორ­სუ­ლო­ბა გქონ­და?..

- კი, მაგ­რამ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, 31 დე­კემ­ბერს მქონ­და კონ­ცერ­ტი და 5-6 დღე­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე, ბოლო დღემ­დე სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. რო­დე­საც ფეხ­მძი­მო­ბა ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დის, არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ გაქვს, აკე­თებ იმას, რაც გინ­და. მეც ისე გა­ვა­ტა­რე ორ­სუ­ლო­ბა, ვერც გა­ვი­გე, არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ ამ პრო­ცესს, ბოლო დღე­ებ­ში დავმძიმ­დი და მა­ლე­ვე გა­ვა­ჩი­ნე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვის იუბილეზე წავიდა სოფო გელოვანი სამშობიაროდან

ვის იუბილეზე წავიდა სოფო გელოვანი სამშობიაროდან

მომღერალი სოფო გელოვანი უკვე ორი ბიჭის დედაა. მეუღლე და მამამთილი გინეკოლოგები ჰყავს, ამიტომ ფეხმძიმობისას ოჯახშიც კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მიუხედავად მეუღლის პროფესიისა, ნოდი ლანდიას მაინც გაუჭირდა ცოლის მშობიარობაზე დასწრება.

- აკა დაიბადა შობის წინა დღეს, 6 იანვარს, ორი-სამი კვირით ადრე გაჩნდა, ვიდრე ველოდით. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- მამა დაესწრო მშობიარობას?

- კი, დაესწრო, ოღონდ ეს ჩემი სურვილი იყო. დათაზე მშობიარობის დროს ნოდი პეტერბურგში იყო და რაღაცნაირი დანაკლისი მქონდა მის გამო, ამიტომ ამჯერად მინდოდა, ჩემთან ერთად ყოფილიყო. სიმართლე გითხრა, მეგონა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, ვეტყოდი, არ დაესწრო-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა ჩემთან ყოფილიყო, ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ახლობელი ადამიანი, რომელიც გვერდში გეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ნოდის მშობიარობაზე დასწრების დიდი სურვილი არ ჰქონია, ჩემ გამო შეძლო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავად გინეკოლოგია და ეს ყველაფერი მისთვის ახალი არ იყო, მაინც რთული აღმოჩნდა, ეს პროცესი დიდ განცდებს უკავშირდება, მით უმეტეს, როცა საქმე შენი ოჯახის წევრს ეხება.

- ნოდი, როგორც ექიმი, ორსულობის პერიოდში რჩევებს თუ გაძლევდა?

- კი, რა თქმა უნდა. ოჯახში ნოდის გარდა კიდევ გვყავს გინეკოლოგი, ჩემი მამამთილი - დავით ლანდიაც ამ სფეროს წარმომადგენელია. შეიძლება ითქვას, ოჯახში ექიმების მეთვალყურეობს ქვეშ ვიყავი, არ დამჭირვებია ექიმებთან ხშირი ვიზიტი, ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს.

- მშვიდი ორსულობა გქონდა?..

- კი, მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი, 31 დეკემბერს მქონდა კონცერტი და 5-6 დღეში ვიმშობიარე, ბოლო დღემდე სცენაზე ვიდექი. როდესაც ფეხმძიმობა ძალიან ჩვეულებრივად მიდის, არანაირი შეზღუდვა არ გაქვს, აკეთებ იმას, რაც გინდა. მეც ისე გავატარე ორსულობა, ვერც გავიგე, არ შევუწუხებივარ ამ პროცესს, ბოლო დღეებში დავმძიმდი და მალევე გავაჩინე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება