სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საშინელი, სამარცხვინო ფაქტია!" - ცნობილების რეაქცია კადრებზე, რომელშიც მამა-შვილი ფოტორეპორტიორზე ფიზიკურად ძალადობს
"საშინელი, სამარცხვინო ფაქტია!" - ცნობილების რეაქცია კადრებზე, რომელშიც მამა-შვილი ფოტორეპორტიორზე ფიზიკურად ძალადობს

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორს ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და­უმტვრი­ეს. ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ და­ი­ჭი­რა და მე­ო­რემ სცე­მა. ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და თავ­დამ­სხმე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტის მო­რა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ სა­ხე­ებს ვთხო­ვეთ.

ლალი მო­როშ­კი­ნა:

ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს იყო ზონ­დერე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ეს არ არის უბ­რა­ლოდ ბი­ჭებს შო­რის ჩხუ­ბი. კარ­გად ვიცი ის მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ზონ­დერე­ბი ჩხუ­ბის დროს, არა­ერ­თხელ და­ვა­ა­ნონ­სე, რომ ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბი ახა­ლი დარ­ტყმე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად სცე­მეს ირაკ­ლი. თით­ქოს სცემ­და ყმაწ­ვი­ლი, მხო­ლოდ ის არ არის დამ­ნა­შა­ვე, ეს მო­წამ­ლუ­ლი, გაწ­ვრთნი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბაა, რომ­ლებ­მაც გე­დე­ნი­ძის­ნა­ირ წე­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს უნდა გა­უმ­წა­რონ ცხოვ­რე­ბა, რად­გან სწო­რედ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე იყო, ვინც 26 მა­ი­სის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ფი­ნა. ვინც ამ ყმა­წყვი­ლის უკან დგას, ის უნდა და­ი­სა­ჯოს. ეს არის ის ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­ზეც ამ­დენს ვლა­პა­რა­კობ. პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­შიც ჩანს, რომ ირაკ­ლის აკა­ვე­ბენ და ისე სცე­მენ. ირაკ­ლი თა­ვა­დაც კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რად. გუ­ლის მიმ­ცე­მი, მარ­თლა ბი­ო­მა­სე­ბი ვინც არი­ან, ისი­ნი უნდა და­ი­სა­ჯონ. 21 წლის ჯერ კი­დევ ბავ­შვია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბო­რო­ტი ძა­ლის სამ­სა­ხურ­ში დგას. ჩემ­თვის ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ირაკ­ლი იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მის წლებ­ში ძა­ლი­ან და­ი­სა­ჯა. რო­გორც ჩანს, ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­ში იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ღიად უჭერ­და მხარს "ნაც-რე­ჟიმს" და მათ­თვის ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე მი­უ­ღე­ბე­ლი ფი­გუ­რაა.

გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე:

ეს ფაქ­ტი და­საგ­მო­ბია, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბა, რომ­ლე­ბიც თით­ქოს მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ და შემ­დეგ ჟურ­ნა­ლისტზე იძა­ლა­დეს, არ ჯდე­ბა არც ადა­მი­ა­ნურ და არც სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარ­ტებ­ში. რო­გორც ყო­ფი­ლი პო­ლიტ-პა­ტი­მა­რი, სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს. ვთხოვ შსს-ს, და­ი­სა­ჯონ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, დრო­უ­ლად იქ­ნას საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია ამ საქ­მის მი­მართ. როცა ჟურ­ნა­ლის­ტი აქ­ცი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად არის მი­სუ­ლი და მას სცე­მენ, გვახ­სენ­დე­ბა 9 წლი­ა­ნი რე­ჟი­მი, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აკე­თებ­და. აღარ გვინ­და იმ წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ჩვენ გვინ­და ქვე­ყა­ნა დად­გეს იმ რელ­სებ­ზე, რა­საც ჰქვია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი.

ირაკ­ლი კორ­ძა­ია:

ბო­დი­ში აქვთ მო­სახ­დე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, უნდა და­ი­სა­ჯონ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი. ისიც და­სა­კა­ვე­ბე­ლია, ვინც ირაკ­ლის ურტყამს და მე­ო­რე მა­მა­კა­ციც, რო­მელ­საც და­ჭე­რი­ლი ჰყავს ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე. თუ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი სა­თი­თა­ოდ არ მო­იხ­დი­ან ბო­დიშს მომ­ხდა­რის გამო, მე პი­რა­დად ჩემს ეთერს არას­დროს არ და­ვუთ­მობ!

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი:

ეს ცუდი ფაქ­ტია, ასე მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტი. დრო­უ­ლი იყო შსს-ს რე­ა­გი­რე­ბა. როცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ხარ და არის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, და­გა­ფიქ­სი­როს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა, ასე­თი ვან­და­ლუ­რი რე­აქ­ცია არ უნდა გქონ­დეს. ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არ უნდა მო­ახ­დი­ნონ. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს რე­ა­გი­რე­ბა ამ ფაქ­ტზე, ვი­საც პრე­ტენ­ზია აქვს, რომ მის აზრს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­ტივს სცემს. ვფიქ­რობ, იმ პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი, რა მოხ­და და ვინ იყო, იმი­ტომ რომ ვი­დე­ო­ში ჩა­ნან პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ასო­ცი­რე­ბუ­ლია ამა თუ იმ აქ­ცი­ას­თან. ჩვენ იმის­თვის არ გვიბ­რძო­ლია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს თავ­ში ურტყან, გად­მოხ­ტნენ, გა­ა­კა­ვონ და ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეთ. ეს დრო დამ­თავ­რდა. გა­ა­ნე­ბეთ ამ ირაკ­ლის თავი, სა­ჯილ­დაო ქვა ხომ არ არის ეს ადა­მი­ა­ნი, ხან ღა­ლა­ტის გამო იჭე­რენ, ხან ვი­ღა­ცე­ბი თავ­ში ურტყა­მენ, ყვე­ლა­ფერს სა­ზღვა­რი აქვს. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი და თა­ვის საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად აკე­თებს. გა­და­უ­ა­რეს ამ ადა­მი­ანს და ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს სა­ზღვა­რი. სა­ში­ნე­ლი, სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საშინელი, სამარცხვინო ფაქტია!" - ცნობილების რეაქცია კადრებზე, რომელშიც მამა-შვილი ფოტორეპორტიორზე ფიზიკურად ძალადობს

"საშინელი, სამარცხვინო ფაქტია!" - ცნობილების რეაქცია კადრებზე, რომელშიც მამა-შვილი ფოტორეპორტიორზე ფიზიკურად ძალადობს

საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ფოტორეპორტიორს ირაკლი გედენიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფოტოაპარატი დაუმტვრიეს. ირაკლი გედენიძე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაიჭირა და მეორემ სცემა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და თავდამსხმელი დაკავებულია. აქციაზე მომხდარი ფაქტის მორალური შეფასება საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს ვთხოვეთ.

ლალი მოროშკინა:

ჩემი შეფასებით, ეს იყო ზონდერების შესრულებული სამუშაო. ეს არ არის უბრალოდ ბიჭებს შორის ჩხუბი. კარგად ვიცი ის მეთოდები, რომლითაც ხელმძღვანელობენ ზონდერები ჩხუბის დროს, არაერთხელ დავაანონსე, რომ ზონდერ-ჯგუფები ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. პროფესიონალურად სცემეს ირაკლი. თითქოს სცემდა ყმაწვილი, მხოლოდ ის არ არის დამნაშავე, ეს მოწამლული, გაწვრთნილი ახალგაზრდობაა, რომლებმაც გედენიძისნაირ წესიერ ადამიანებს უნდა გაუმწარონ ცხოვრება, რადგან სწორედ ირაკლი გედენიძე იყო, ვინც 26 მაისის ფოტოები გამოფინა. ვინც ამ ყმაწყვილის უკან დგას, ის უნდა დაისაჯოს. ეს არის ის ზონდერ-ჯგუფები, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობ. პატარა მონაკვეთშიც ჩანს, რომ ირაკლის აკავებენ და ისე სცემენ. ირაკლი თავადაც კარგად არის მომზადებული ფიზიკურად. გულის მიმცემი, მართლა ბიომასები ვინც არიან, ისინი უნდა დაისაჯონ. 21 წლის ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოროტი ძალის სამსახურში დგას. ჩემთვის ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ირაკლი იყო ის ადამიანი, ვინც სისხლიანი რეჟიმის წლებში ძალიან დაისაჯა. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალებში იყვნენ ის ადამიანები, ვინც ღიად უჭერდა მხარს "ნაც-რეჟიმს" და მათთვის ირაკლი გედენიძე მიუღებელი ფიგურაა.

გიორგი ზერეკიძე:

ეს ფაქტი დასაგმობია, იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც თითქოს მშვიდობიან აქციას მართავდნენ და შემდეგ ჟურნალისტზე იძალადეს, არ ჯდება არც ადამიანურ და არც სამართლებრივ სტანდარტებში. როგორც ყოფილი პოლიტ-პატიმარი, სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი გედენიძეს. ვთხოვ შსს-ს, დაისაჯონ მოძალადეები, დროულად იქნას საქმე გამოძიებული. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ამ საქმის მიმართ. როცა ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად არის მისული და მას სცემენ, გვახსენდება 9 წლიანი რეჟიმი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა. აღარ გვინდა იმ წლებში დაბრუნება. ჩვენ გვინდა ქვეყანა დადგეს იმ რელსებზე, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება და ფასეულობები.

ირაკლი კორძაია:

ბოდიში აქვთ მოსახდელი ორგანიზატორებს, უნდა დაისაჯონ მოძალადეები. ისიც დასაკავებელია, ვინც ირაკლის ურტყამს და მეორე მამაკაციც, რომელსაც დაჭერილი ჰყავს ირაკლი გედენიძე. თუ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები სათითაოდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო, მე პირადად ჩემს ეთერს არასდროს არ დავუთმობ!

ლევან გოგიჩაიშვილი:

ეს ცუდი ფაქტია, ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და ძალადობრივი ფაქტი. დროული იყო შსს-ს რეაგირება. როცა აქციის მონაწილე ხარ და არის მაღალი ალბათობა, დაგაფიქსიროს ფოტორეპორტიორმა, ასეთი ვანდალური რეაქცია არ უნდა გქონდეს. ამაზე რეაგირება მხოლოდ სამართალდამცავებმა არ უნდა მოახდინონ. ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაგირება ამ ფაქტზე, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მის აზრს საზოგადოება პატივს სცემს. ვფიქრობ, იმ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა და ვინ იყო, იმიტომ რომ ვიდეოში ჩანან პოლიტიკური ლიდერები და ადამიანები, ვინც ასოცირებულია ამა თუ იმ აქციასთან. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ჟურნალისტებს თავში ურტყან, გადმოხტნენ, გააკავონ და ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდეთ. ეს დრო დამთავრდა. გაანებეთ ამ ირაკლის თავი, საჯილდაო ქვა ხომ არ არის ეს ადამიანი, ხან ღალატის გამო იჭერენ, ხან ვიღაცები თავში ურტყამენ, ყველაფერს საზღვარი აქვს. ნორმალური ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი სამსახური და თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებს. გადაუარეს ამ ადამიანს და ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. საშინელი, სამარცხვინო ფაქტია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია