ალა პუგაჩოვამ ისრაელში მდიდრული ვილა იქირავა და დასასვენებლად გაემგზავრა. მოგვიანებით მასთან მეუღლე, მაქსიმ გალკინი უნდა ჩასულიყო. ცნობილ წყვილთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, რომ მომღერალი კურორტზე გაახალგაზრდავებას და დასვენებას გეგმავდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ რუსი ვარსკვლავი გულის დაავადების სამკურნალოდ იმყოფება ისრაელში.
ექვსი წლის წინ პრიმადონას გულის ოპერაცია ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარეს. ცნობილია, რომ ალა ისრაელში განმეორებითი გამოკვლევების და პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად ჩავიდა. ოპერაციის შემდეგ პუგაჩოვა რეგულარულად აკითხავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და ექიმების დაკვირვების ქვეშ არის.
მომზადებულია live-smi.net-ს მიხედვით.