სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კამპანია ბარბარიზმების დასამარცხებლად!
ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კამპანია ბარბარიზმების დასამარცხებლად!

ბარ­ბა­რიზ­მი ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა, ბარ­ბა­რო­სის­გან არის ნა­წარ­მო­ე­ბი და მარ­თლაც სხვა ენის მე­ტყვე­ლე­ბა­ში ბარ­ბა­რო­სუ­ლად იმ­კვიდ­რებს ად­გილს. ქარ­თუ­ლი ენის ბუ­ნე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და უცხო სი­ტყვე­ბი ყო­ველ­თვის ჩნდე­ბო­და ქარ­თულ­ში და დღე­საც ასეა. ბარ­ბა­რიზ­მი ისე­თი კალ­კია, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლი ენის სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ნორ­მებს არ­ღვევს. ის ზოგ­ჯერ სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე ნახ­მა­რი უცხო სი­ტყვაც არის, რი­თაც ლა­მის აივ­სო ჩვე­ნი დე­და­ე­ნა...

ამ პრობ­ლე­მას ფო­ტო­ხე­ლო­ვან­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო აქ­ცია და­უ­პი­რის­პი­რა: "ძირს ბარ­ბა­რიზ­მე­ბი", რომ­ლი­თაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. პრო­ექ­ტში ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი დიდი მონ­დო­მე­ბით და ხა­ლი­სით ერ­თვე­ბი­ან.

გოგა ჩა­ნა­დი­რი:

- რაც თავი მახ­სოვს, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ მუდ­მი­ვად ქარ­თულ ენას ვი­ცავ. გარ­შე­მო ყვე­ლას მივ­მარ­თავ ხოლ­მე, რომ ენა ბარ­ბა­რიზ­მე­ბის­გან და­ვიც­ვათ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ახლა მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოვ­ჩნდი და 21 თე­ბერ­ვალს, გა­ე­როს მი­ხედ­ვით, მშობ­ლი­უ­რი ენე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს და­ვამ­თხვიე და ამ პრო­ექ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნე.

თუმ­ცა "ფე­ი­ბუქ-აქ­ცია" - "გავ­წმინ­დოთ ქარ­თუ­ლი ენა ბარ­ბა­რიზ­მე­ბის­გან," ცოტა ადრე და­ი­წყო. თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის - "მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა" კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სოფო ბა­ჩი­ლა­ვამ მი­მიწ­ვია, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რა­ზე, ქარ­თულ ენა­ზე ვი­სა­უბ­რეთ და გაჩ­ნდა იდეა, ვინც იქ ვი­ყა­ვით, 21-ში "დედა ენის" ძეგლ­თან შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით და ასეც მოხ­და. ბავ­შვებ­მა ფურ­ცლებ­ზე და­წე­რეს ბარ­ბა­რიზ­მე­ბი და მათი სწო­რი შე­სა­ტყვი­სე­ბი. მერე ამ საქ­მე­ში სხვე­ბიც გა­მო­ვიწ­ვი­ეთ და მა­სობ­რი­ვი სახე მი­ვე­ცით.

- პირ­ვე­ლი ბარ­ბა­რიზ­მი, რაც პრო­ექ­ტის ინერ­ნეტ­მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წყი­სად იქცა და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც ატ­ვირ­თე კი­დეც, იყო გა­ა­ზი­ა­რე-გა­ა­ში­ა­რე...

- კი და ამას ორ­მა­გი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, ამ ბარ­ბა­რიზ­მის შეხ­სე­ნე­ბა და მისი შე­სა­ტყვი­სის - გა­ზი­ა­რე­ბის გახ­სე­ნე­ბის და ზო­გა­დად რო­გორც იდე­ის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის. ბარ­ბა­რიზმს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა წა­ვუყ­რუ­ოთ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში შეც­დო­მას ყვე­ლა უშ­ვებს, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმას მი­ვაღ­წიე, რომ ჩემი მე­ტყვე­ლე­ბი­დან ბარ­ბა­რიზ­მი მთლი­ა­ნად განვდევ­ნე. თუ ამა­ზე მუდ­მი­ვად ფიქ­რობ, ცუდი არ არის, ნელ-ნელა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­გიჯ­დე­ბა და ბარ­ბა­რიზმს მე­ტყვე­ლე­ბა­ში აღარ გა­მო­ი­ყე­ნებ. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი სულ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს.

- ში­ნა­არ­სა და მი­ზან­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მას, - სი­ტყვე­ბის ხე­ლის გულ­ზე და­წე­რას, მარ­თლაც ორი­გი­ნა­ლუ­რია. რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ამ პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თნენ, სხვა ფორ­მე­ბიც მო­ძებ­ნეს. თუმ­ცა მა­ინც გვინ­დო­და, რომ ეს იდეა ხე­ლის გუ­ლით გაგ­ვევ­რცე­ლე­ბი­ნა, ხე­ლის გულ­ზე და­წე­რა მარ­ტი­ვია. მერე ჩვე­ნი ენა ისე­თია, რომ მარ­თლაც ხე­ლის გუ­ლით უნდა ვა­ტა­როთ, თან, კარ­გი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბაა, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ბევ­რი რამ იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, - თი­თე­ბი, ხე­ლის ფორ­მა, ხე­ლის გულ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რი რამ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ზო­გა­დად ხელი ხომ ისე­თი­ვე ია­რა­ღია, რო­გორც თვა­ლი...

- იმ ფო­ტო­ე­ბის­გან, რაც უკვე მოგ­როვ­და, გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა­საც ხომ არ გეგ­მავ?

- აპ­რილ­ში ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა. ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მე­ბი და მათი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სე­ბი იქ­ნე­ბა აღ­ბეჭ­დი­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად გა­და­ი­ღეს. ეს ხომ სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტია? მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ერთი სი­ტყვაც კი. რო­გორც სტკი­ო­დათ, შე­ა­წუ­ხათ, ისე და­წე­რეს და მოგ­ვა­წო­დეს. მერე ყვე­ლას ხომ სხვა­დას­ხვა ხელ­წე­რა აქვს და ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზოგ­მა მარ­თლა ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მით გა­მო­ხა­ტა პო­ზი­ცია და სათ­ქმე­ლი, ანუ ადა­მი­ა­ნებს შე­ახ­სე­ნა მისი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი.

ყვე­ლა­ზე მა­ტად მა­ხა­რებს, რომ ამ საქ­მე­ში ბავ­შვე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. მათ აქე­დან­ვე უნდა ის­წავ­ლონ და იმე­ტყვე­ლონ სწო­რად... მეტი და მეტი წიგ­ნი წა­ი­კი­თხონ. წიგ­ნი მთა­ვა­რი წყა­როა სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რო­გორც კი წიგნს და­უბ­რუნ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, მა­შინ­ვე გა­მარ­თავს მე­ტყვე­ლე­ბას. წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ, 12 წიგ­ნი მა­ინც უნდა წა­ი­კი­თხონ. თუ ტბა­ში ახა­ლი წყლის ნა­კა­დი არ შე­უშ­ვი, და­ჭა­ობ­დე­ბა. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტი მა­სობ­რი­ვი გახ­და და მა­ხა­რებს.

- ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი რამ­დე­ნად არი­ან ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლე­ბი

- ბევ­რი წე­ლია არ მო­მის­მე­ნია არც ერთი, თუ არ ჩავ­თვლით, ლე­ვან ღვინ­ჯი­ლი­ას გა­მოს­ვლა იმ უმ­სგავ­სო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ქარ­თულ სა­მე­ტყვე­ლო ენა­ში ხდე­ბა.

- გოგა, სკეპ­ტი­კო­სე­ბიც გა­მოჩ­დნენ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს აზრი არ აქვს, რად­გა­ნაც დღეს, ხვალ და ზეგ აღარ ემახოვ­რე­ბათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებ­სო...

- თუ არ იმოქ­მე­დე, ნა­ყოფს არას­დროს არა­ფე­რი არ გა­მო­ი­ღებს. მე­ბა­ღემ თუ ხე­ხი­ლის ნერ­გი არ ჩარ­გო, ნა­ყოფს ვერ მო­ი­წევს. ჩვენ ხე­ხი­ლი ჩავრგეთ, და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნის ზრუნ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მო­უვ­ლის ბაღს. უი­მე­დო არ ვარ. უმოქ­მე­დო­ბას მო­აქვს უი­მე­დო­ბა, თუ იმოქ­მე­დებ და სკეპ­ტი­კო­სე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­ი­წყე­ბენ ცვლი­ლე­ბებს, ეშ­ვე­ლე­ბათ. ვა­მა­ყობ, რომ პი­რად­შიც მომ­წე­რეს ადა­მი­ა­ნებ­მა და რომ სა­ჯა­რო­დაც და­წე­რეს, რომ ვეც­დე­ბი, ბარ­ბა­რიზ­მე­ბით აღარ ვი­ლა­პა­რა­კოო. მცდე­ლო­ბი­დან იწყე­ბა საქ­მე. მე ოპ­ტი­მის­ტი ვარ და მჯე­რა, უკე­თე­სე­ბი ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე ვართ.

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კამპანია ბარბარიზმების დასამარცხებლად!

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კამპანია ბარბარიზმების დასამარცხებლად!

ბარბარიზმი ბერძნული სიტყვაა, ბარბაროსისგან არის ნაწარმოები და მართლაც სხვა ენის მეტყველებაში ბარბაროსულად იმკვიდრებს ადგილს. ქართული ენის ბუნებისთვის შეუფერებელი და უცხო სიტყვები ყოველთვის ჩნდებოდა ქართულში და დღესაც ასეა. ბარბარიზმი ისეთი კალკია, რომელიც მოცემული ენის სალიტერატურო ნორმებს არღვევს. ის ზოგჯერ საჭიროების გარეშე ნახმარი უცხო სიტყვაც არის, რითაც ლამის აივსო ჩვენი დედაენა...

ამ პრობლემას ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა დროული და საჭირო აქცია დაუპირისპირა: "ძირს ბარბარიზმები", რომლითაც სოციალური ქსელის საშუალებით უამრავი ადამიანი გამოიწვია. პროექტში ასაკის მიუხედავად, ადამიანები დიდი მონდომებით და ხალისით ერთვებიან.

გოგა ჩანადირი:

- რაც თავი მახსოვს, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მუდმივად ქართულ ენას ვიცავ. გარშემო ყველას მივმართავ ხოლმე, რომ ენა ბარბარიზმებისგან დავიცვათ, მაგრამ ამ ყველაფერმა ახლა მასობრივი ხასიათი იმიტომ მიიღო, რომ "ფეისბუქზე" გამოვჩნდი და 21 თებერვალს, გაეროს მიხედვით, მშობლიური ენების საერთაშორისო დღეს დავამთხვიე და ამ პროექტის მასშტაბურობისთვის სოციალური ქსელი გამოვიყენე.

თუმცა "ფეიბუქ-აქცია" - "გავწმინდოთ ქართული ენა ბარბარიზმებისგან," ცოტა ადრე დაიწყო. თებერვლის შუა რიცხვებში მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების პროგრამის - "მომავალი თაობა" კოორდინატორმა სოფო ბაჩილავამ მიმიწვია, სადაც მოსწავლეებთან საქართველოზე, სამოქალაქო კულტურაზე, ქართულ ენაზე ვისაუბრეთ და გაჩნდა იდეა, ვინც იქ ვიყავით, 21-ში "დედა ენის" ძეგლთან შევკრებილიყავით და ასეც მოხდა. ბავშვებმა ფურცლებზე დაწერეს ბარბარიზმები და მათი სწორი შესატყვისები. მერე ამ საქმეში სხვებიც გამოვიწვიეთ და მასობრივი სახე მივეცით.

- პირველი ბარბარიზმი, რაც პროექტის ინერნეტმიმართულების საწყისად იქცა და "ფეისბუქის" პირად გვერდზეც ატვირთე კიდეც, იყო გააზიარე-გააშიარე...

- კი და ამას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, ამ ბარბარიზმის შეხსენება და მისი შესატყვისის - გაზიარების გახსენების და ზოგადად როგორც იდეის სხვებისთვის გაზიარების. ბარბარიზმს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავუყრუოთ. რეალურ ცხოვრებაში შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ წლების განმავლობაში, იმას მივაღწიე, რომ ჩემი მეტყველებიდან ბარბარიზმი მთლიანად განვდევნე. თუ ამაზე მუდმივად ფიქრობ, ცუდი არ არის, ნელ-ნელა ეს ყველაფერი გაგიჯდება და ბარბარიზმს მეტყველებაში აღარ გამოიყენებ. ამიტომ ადამიანი სულ მობილიზებული უნდა იყოს.

- შინაარსა და მიზანზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება ფორმას, - სიტყვების ხელის გულზე დაწერას, მართლაც ორიგინალურია. რას გვეტყვი ამაზე?

- ადამიანებმა, ვინც ამ პროექტში ჩაერთნენ, სხვა ფორმებიც მოძებნეს. თუმცა მაინც გვინდოდა, რომ ეს იდეა ხელის გულით გაგვევრცელებინა, ხელის გულზე დაწერა მარტივია. მერე ჩვენი ენა ისეთია, რომ მართლაც ხელის გულით უნდა ვატაროთ, თან, კარგი თვალსაჩინოებაა, დასამახსოვრებელი. ამ ყველაფერში ბევრი რამ იქცევს ყურადღებას, - თითები, ხელის ფორმა, ხელის გულთან ადამიანებისთვის ბევრი რამ არის დაკავშირებული. ზოგადად ხელი ხომ ისეთივე იარაღია, როგორც თვალი...

- იმ ფოტოებისგან, რაც უკვე მოგროვდა, გამოფენის მოწყობასაც ხომ არ გეგმავ?

- აპრილში ჩაფიქრებული მაქვს ორიგინალური და საინტერესო ფოტოების გამოფენის მოწყობა. ფოტოებზე ხშირად გამოყენებული ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები იქნება აღბეჭდილი, რომელიც ადამიანებმა თავად გადაიღეს. ეს ხომ სახალხო პროექტია? მართლა საინტერესოა ყოველი ადამიანის მოფიქრებული ერთი სიტყვაც კი. როგორც სტკიოდათ, შეაწუხათ, ისე დაწერეს და მოგვაწოდეს. მერე ყველას ხომ სხვადასხვა ხელწერა აქვს და ესეც მნიშვნელოვანია. ზოგმა მართლა ორიგინალური ფორმით გამოხატა პოზიცია და სათქმელი, ანუ ადამიანებს შეახსენა მისი ქართული შესატყვისი.

ყველაზე მატად მახარებს, რომ ამ საქმეში ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები. მათ აქედანვე უნდა ისწავლონ და იმეტყველონ სწორად... მეტი და მეტი წიგნი წაიკითხონ. წიგნი მთავარი წყაროა სალიტერატურო ენის განვითარებისთვის. როგორც კი წიგნს დაუბრუნდება ადამიანი, მაშინვე გამართავს მეტყველებას. წელიწადში მინიმუმ, 12 წიგნი მაინც უნდა წაიკითხონ. თუ ტბაში ახალი წყლის ნაკადი არ შეუშვი, დაჭაობდება. მოკლედ, პროექტი მასობრივი გახდა და მახარებს.

- ენათმეცნიერები რამდენად არიან ამ საქმეში ჩართულები

- ბევრი წელია არ მომისმენია არც ერთი, თუ არ ჩავთვლით, ლევან ღვინჯილიას გამოსვლა იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რაც ქართულ სამეტყველო ენაში ხდება.

- გოგა, სკეპტიკოსებიც გამოჩდნენ, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, რადგანაც დღეს, ხვალ და ზეგ აღარ ემახოვრებათ. ეს ყველაფერი შედეგს არ გამოიღებსო...

- თუ არ იმოქმედე, ნაყოფს არასდროს არაფერი არ გამოიღებს. მებაღემ თუ ხეხილის ნერგი არ ჩარგო, ნაყოფს ვერ მოიწევს. ჩვენ ხეხილი ჩავრგეთ, დანარჩენი ადამიანის ზრუნვაზეა დამოკიდებული, რამდენად მოუვლის ბაღს. უიმედო არ ვარ. უმოქმედობას მოაქვს უიმედობა, თუ იმოქმედებ და სკეპტიკოსები საკუთარი თავიდან დაიწყებენ ცვლილებებს, ეშველებათ. ვამაყობ, რომ პირადშიც მომწერეს ადამიანებმა და რომ საჯაროდაც დაწერეს, რომ ვეცდები, ბარბარიზმებით აღარ ვილაპარაკოო. მცდელობიდან იწყება საქმე. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, უკეთესები ვიქნებით, ვიდრე ვართ.

ლალი ფაცია

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია