მომდევნო 15 წლის განმავლობაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ "ბიბისი" ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიხედვით, წყალდიდობის გახშირებას კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის ზრდა გამოიწვევს. ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, 15 წელიწადში 50 მილიონზე მეტი ადამიანი გახდება წყალდიდობის შედეგად დაზარალებული. ამას გარდა, სტიქიამ შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკას 340 მილიარდი ფუნტის ზარალი მიაყენოს.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, აღნიშნული პროგნოზები უნდა გახდეს ქვეყნების მთავრობებისათვის ერთგვარი ინსტრუქცია, რათა მათ თავდაცვითი სტრატეგიები შეიმუშავონ.