სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს
სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პროგ­ნო­ზით, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ზრდამ შე­იძ­ლე­ბა 2%-ს მი­აღ­წი­ოს, თუმ­ცა ეს პროგ­ნო­ზიც რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მარკ გრი­ფითსმა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე ძლი­ე­რი გარე შო­კე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის კომ­ბი­ნა­ცი­ამ იქო­ნია გავ­ლე­ნა. მათ შო­რი­საა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი, რუ­სეთ­ში რე­ცე­სი­ის გაღ­რმა­ვე­ბა (ორი­ვე ერ­თად ტალ­ღი­სე­ბურ ეფექტს იწ­ვევ­და რე­გი­ონ­ში) და სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტე­ბის დე­ვალ­ვა­ცია. ამ შო­კე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორ­ტი 30 პრო­ცენ­ტით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ხოლო უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი - 25 პრო­ცენ­ტით. ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლია. იან­ვარ­ში გა­მოშ­ვე­ბა მხო­ლოდ 0.5 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და წინა წელ­თან შე­და­რე­ბით. მიმ­დი­ნა­რე წელს ეკო­ნო­მი­კურ­მა ზრდამ შე­იძ­ლე­ბა 2 პრო­ცენტს მი­აღ­წი­ოს, თუმ­ცა ეს პროგ­ნო­ზიც რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უფრო მე­ტა­დაა შე­ნე­ლე­ბუ­ლი და მათი ვა­ლუ­ტე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას", - გა­ნა­ცხა­და მარკ გრი­ფითსმა.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპორ­ტი­დან, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი­დან და ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის კლე­ბის გამო, გაზ­რდი­ლია მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი და 2014 წლის­თვის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის (მშპ) და­ახ­ლო­ე­ბით 9.5 პრო­ცენ­ტია.

"უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო 2014 წლის იან­ვრი­დან ლარი 20 პრო­ცენტზე მე­ტით გა­უ­ფა­სურ­და აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დი­დია, ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შიც მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბის გამო. მარ­თლაც, რე­გი­ონ­ში ბევ­რი ვა­ლუ­ტა ლარ­ზე მე­ტად გა­უ­ფა­სურ­და. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან აშ­კა­რაა, რომ აშშ დო­ლა­რის მი­მართ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი ხარ­ჯებს უზ­რდის მათ, ვი­საც კრე­დი­ტე­ბი აქვთ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით. ეს კი ეკო­ნო­მი­კურ ზრდას შე­ა­ნე­ლებს. ვა­ლუ­ტის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინფლა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 5-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ინფლა­ცი­ის მიზ­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ინფლა­ცი­ის ამ­გვა­რი ზრდა და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლი­დან და­ი­წყე­ბა, რად­გან თე­ბერ­ვალ­ში ინფლა­ცია მხო­ლოდ 1.3 პრო­ცენ­ტი იყო, ნა­წი­ლობ­რივ იმის გამო, რომ ნავ­თობ­ზე ფა­სებ­მა იკლო. იმ­პორ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­ბა­ლი სა­წყი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე შე­ა­კა­ვებს ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს", - გა­ნა­ცხა­და გრი­ფითსმა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სია, მარკ გრი­ფით­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, თბი­ლისს 23 თე­ბერ­ვლი­დან 4 მარ­ტამ­დე სტუმ­რობ­და და მისი მი­ზა­ნი იყო მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე გავ­ლე­ნის შე­სა­ფა­სე­ბა და ამ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვის სა­უ­კე­თე­სო გზე­ბის ძი­ე­ბა. მი­სია შეხ­ვდა: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, ვი­ცეპ­რე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კავ­შილს, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს, სხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა. მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რუსეთში რეცესიის გაღრმავება (ორივე ერთად ტალღისებურ ეფექტს იწვევდა რეგიონში) და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. ამ შოკების გამო საქართველოს ექსპორტი 30 პროცენტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოეთში მომუშავე ქართველების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები - 25 პროცენტით. ყოველივე ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. იანვარში გამოშვება მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 პროცენტს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა მარკ გრიფითსმა.

მისივე თქმით, ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლების კლების გამო, გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2014 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9.5 პროცენტია.

"უცხოური ვალუტით შემოსავლების შემცირების გამო 2014 წლის იანვრიდან ლარი 20 პროცენტზე მეტით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დიდია, ბევრ სხვა ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაციაა დოლარის გამყარების გამო. მართლაც, რეგიონში ბევრი ვალუტა ლარზე მეტად გაუფასურდა. შექმნილი ვითარებიდან აშკარაა, რომ აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებული ლარი ხარჯებს უზრდის მათ, ვისაც კრედიტები აქვთ უცხოური ვალუტით. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, ინფლაცია გარკვეულწილად გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის 5-პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით. თუმცა, ინფლაციის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1.3 პროცენტი იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო. იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავებს ინფლაციის მაჩვენებელს", - განაცხადა გრიფითსმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება. მისია შეხვდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკავშილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა