''კაცი მისი ვიზუალიდან გამომდინარე არ მინდება''

''კაცი მისი ვიზუალიდან გამომდინარე არ მინდება''

გულწრფელობა ყოველთვის კარგ თვისებად მოიაზრებოდა. დღესდღეობით კი იგი ხალხისგან წამოსულ აგრესიასთან ასოცირდება, საზოგადოებას არ მოსწონს თამამი განცხადებები. მიუხედავად ამისა, ჩვენს რუბრიკას გაბედულად აძლევენ ინტერვიუს რეიტინგული სახეები. ამჯერად უხერხულ შეკითხვებზე თამუნა მუსერიძემ გვიპასუხა.

- სტრიპტიზი გიცეკვია?

- არა. სამაგიეროდ ჩემთვის უცეკვიათ.

- როგორი კაცის დანახვა იწვევს შენში სექსუალურ სურვილს?

- არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა. მე კაცი მისი ვიზუალიდან გამომდინარე არ მინდება. ლტოლვას სიყვარული აჩენს.

- საცვლების საყიდლად მამაკაცთან ერთად წასულხარ?

- კი, ჩემს მეგობარ გიორგისთან ერთად.

- პოლიტიკოსთან რომანი გქონია?

- არა, საერთოდ არ ვიცნობ პოლიტიკოსებს.

- განათლებულ ქალად მიგაჩნია საკუთარი თავი?

- კი. შეიძლება, ადამიანს ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ ვერ ავლენდეს თავის ცოდნას, ან არ იყოს დიდად ნაკითხი, თუმცა ადვილად ითვისებდეს მისთვის საჭირო ინფორმაციას, სწრაფად ამუშავებდეს და იყენებდეს მას. განათლებულად მეორე ტიპის ხალხს მივიჩნევ.

- შენი შვილი რომ არატრადიციული ორიენტაციის აღმოჩნდეს, ამ ფაქტს როგორ მიიღებ?

- მივიღებ ისეთს, როგორიც არის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება