მეცნიერების განცხადებით, მთვარე ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრი არ არის. დედამიწის მეორე თანამგზავრს კრუინი ეწოდა. დედამიწის ირგვლივ სრული წრის დარტყმას ის 789 წელს ანდომებს. ახალი თანამგზავრი კრუინი 1986 წლის 10 ოქტომბერს ბრიტანელმა მოყვარულმა ასტრონომმა დანკან უალდრონმა აღმოაჩინა. დანკანმა თანამგზავრი შმიდტის ტელესკოპით შენიშნა.
თანამგზავრს დედამიწასთან მოახლოება 30 მილიონ კილომეტრზე ახლოს არ შეუძლია, ეს მანძილი კი 30-ჯერ უფრო შორია, ვიდრე მთვარის დაშორება ჩვენი პლანეტიდან.
ასტრონომები იუწყებიან, რომ მეორე თანამგზავრის დიამეტრი მხოლოდ ხუთ კილომეტრს შეადგენს. სავარაუდო გათვლებით, მაქსიმალური დაშორება, რომლითაც კრუინის შეუძლია დედამიწასთან მოახლოება, 2000 წლის შემდეგ იქნება, თუმცა შეტაკება ნავარაუდევი არაა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.