სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია" - როგორ ახასიათებს თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, როგორც დედას
"ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია" - როგორ ახასიათებს თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, როგორც დედას

ტე­ლე­წამ­ყვან თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს ქა­ლიშ­ვი­ლი, კატო კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი დე­დის დღეს "სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლით ულო­ცავს.

"პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, სტრას­ბურ­გის სკო­ლა­ში წე­რი­ლის და­წე­რა გვთხო­ვეს: ესე იწყე­ბო­და " დედა, მიყ­ვარს როცა…".

მეც დავ­წე­რე, რაც მიყ­ვარ­და " დედა მიყ­ვარს როცა ნამ­ცხვრებს ყი­დუ­ლობ", მას­წავ­ლე­ბელ­მა "როცა ნამ­ცხვრებს აკე­თებ" ჩა­წე­რეო, კი მაგ­რამ არ აკე­თებს ნამ­ცხვრებს და საჭ­მე­ლებს და ხომ არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი-მეთ­ქი? სა­ბო­ლო­ოდ არ მახ­სოვს რა ჩავ­წე­რე, მაგ­რამ სა­სა­ცი­ლო ბა­რა­თი გა­მო­ვი­და, სხვე­ბის­გან ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

დე­დის დღე არ უყ­ვარს - ერთხელ თქვა სექ­სის­ტუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი არ მომ­წონ­სო, ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა (ეგ უფრო მა­მა­ჩემს მოს­წონს), ბევ­რს არ რე­კავს და სულ და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ როცა გჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის გვერ­დით გიდ­გას <3 მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო 6 წე­ლია ერ­თად არ გვი­ცხოვ­რია, მა­ინც ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ. არას­დროს უჩხუ­ბია ნიშ­ნებ­ზე, არას­დროს შე­ვუ­და­რე­ბი­ვარ სხვას, არას­დროს უთ­ქვამს, რომ დე­ბი­ლი ვარ ან რამე არ გა­მო­მი­ვა, არას­დროს ჩა­უყ­ვია ცხვი­რი ჩემს პი­რად სივ­რცე­ში და რაც მთა­ვა­რია, რაც 18 წლის გავ­ხდი, ყვე­ლა ჩემს არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცემს, რჩე­ვებს კი ბევ­რს მაძ­ლევს (ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულ­ზე ვე­რი­დე­ბი - სა­ნამ გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ავია).

ჰოდა, გი­ლო­ცავ ამ სექ­სის­ტურ დღე­სას­წა­ულს დედა, მი­ხა­რია რომ არ­სე­ბობ, I'm very lucky".

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ ულო­ცა­ვენ ცნო­ბილ დე­დებს დე­დის დღეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია" - როგორ ახასიათებს თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, როგორც დედას

"ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია" - როგორ ახასიათებს თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, როგორც დედას

ტელეწამყვან თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი დედის დღეს "სოციალურ ქსელში ემოციური წერილით ულოცავს.

"პატარა რომ ვიყავი, სტრასბურგის სკოლაში წერილის დაწერა გვთხოვეს: ესე იწყებოდა '' დედა, მიყვარს როცა…''.

მეც დავწერე, რაც მიყვარდა '' დედა მიყვარს როცა ნამცხვრებს ყიდულობ'', მასწავლებელმა ''როცა ნამცხვრებს აკეთებ'' ჩაწერეო, კი მაგრამ არ აკეთებს ნამცხვრებს და საჭმელებს და ხომ არ მოვიტყუები-მეთქი? საბოლოოდ არ მახსოვს რა ჩავწერე, მაგრამ სასაცილო ბარათი გამოვიდა, სხვებისგან ბევრად განსხვავებული.

დედის დღე არ უყვარს - ერთხელ თქვა სექსისტური დღესასწაულები არ მომწონსო, ემოციური წერილებითაც არ გამოირჩევა (ეგ უფრო მამაჩემს მოსწონს), ბევრს არ რეკავს და სულ დაკავებულია, მაგრამ როცა გჭირდება, ყოველთვის გვერდით გიდგას <3 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია, მაინც ძალიან ახლოს ვართ. არასდროს უჩხუბია ნიშნებზე, არასდროს შევუდარებივარ სხვას, არასდროს უთქვამს, რომ დებილი ვარ ან რამე არ გამომივა, არასდროს ჩაუყვია ცხვირი ჩემს პირად სივრცეში და რაც მთავარია, რაც 18 წლის გავხდი, ყველა ჩემს არჩევანს პატივს სცემს, რჩევებს კი ბევრს მაძლევს (ახალგაღვიძებულზე ვერიდები - სანამ გამოფხიზლდება, განსაკუთრებულად ავია).

ჰოდა, გილოცავ ამ სექსისტურ დღესასწაულს დედა, მიხარია რომ არსებობ, I'm very lucky".

იხილეთ ასევე: როგორ ულოცავენ ცნობილ დედებს დედის დღეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს