სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ დაძლია დეპრესია ხათუნა ჟორდანიამ - ''წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები''
როგორ დაძლია დეპრესია ხათუნა ჟორდანიამ - ''წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები''

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია "ორ ვარ­სკვლავ­ში" გიო ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სში პირ­ვე­ლა­დაა, თა­ვი­დან არ მოს­წონ­და პრო­ექ­ტში ყოფ­ნა, მაგ­რამ ახლა ბევ­რს შრო­მობს იმის­თვის, რომ ყო­ველ კონ­ცერ­ტზე მათი წყვი­ლი ღირ­სე­უ­ლად წარ­დგეს მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

- თა­ვი­დან ბევ­რჯერ ვი­ნა­ნე, "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რომ დავ­თან­ხმდი. მე და გიოს ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვყავს. ახლა აზარ­ტში ვარ და კვი­რი­დან კვი­რამ­დე ბევ­რს ვმე­ცა­დი­ნე­ობ.

- ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ტებ­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- ილო ბე­როშ­ვილს, მიკი ჯე­ჯე­ლა­ვას, პე­ჩოს, მა­ნი­კა ასა­თი­ანს. მე თეა დარ­ჩი­აც ძა­ლი­ან მომ­წონ­და და გული დამ­წყდა, რომ პრო­ექ­ტი და­ტო­ვა.

- თქვენს ნამ­ღერს ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ?

- ზუ­რას შე­ნიშ­ვნე­ბი ყო­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ აქვს და მეც სულ ვცდი­ლობ, კვი­რი­დან კვი­რამ­დე მი­ვი­ღო და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. ზუ­რას შე­ნიშ­ვნე­ბი ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ არ ვმღე­რი მთე­ლი ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ბოლო ტურ­ზე კი მი­თხრა, რომ გი­ოს­თან სცე­ნა­ზე კონ­ტაქ­ტი სა­ერ­თოდ არ მქონ­და. პირ­ველ ტურ­ზე იყო ანას­ტა­სი­აც, მაგ­რამ მერე ავუხ­სე­ნი, რომ ყო­ველ კონ­ცერ­ტზე მისი ყოფ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა. რო­დე­საც ჩვე­ნი გა­და­ცე­მა ეთერ­შია, იმ დროს ანას­ტა­სი­ას უნდა ეძი­ნოს და ზურა ვერ იტანს, როცა მისი რე­ჟი­მი ირ­ღვე­ვა. ისე მოხ­და, რომ ჩვენ ყო­ველ­თვის პირ­ველ ოთხ მო­ნა­წი­ლეს შო­რის ვართ ხოლ­მე. გვი­ყუ­რებს და მერე იძი­ნებს. ანას­ტა­სია არას­დროს მაკ­რი­ტი­კებს. რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, მო­გე­წო­ნა ჩემი ნამ­ღე­რი-მეთ­ქი, მოკ­ლედ მპა­სუ­ხობს, კი, მო­მე­წო­ნაო.

- კონ­კურ­სში, რო­გორც ვიცი, პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობთ.

- "ორი ვარ­სკვლა­ვი" ჩემი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი კონ­კურ­სია.

- უკა­ნას­კნე­ლი რა­ტომ?

- "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ გავ­ბე­დე, რომ სიმ­ღე­რას ეხე­ბა. ზო­გა­დად, სი­ტყვა კონ­კურ­სი არ მიყ­ვარს. მე კი არა, რო­დე­საც ნი­ნი­სა და ზუკა ხუ­ციშ­ვი­ლის დუ­ე­ტი ძა­ლი­ან მო­და­ში იყო, მა­შინ მეც და ზუ­კას დე­და­საც ბევ­რჯერ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. არა­ნა­ი­რი კონ­კურ­სის მო­გე­ბა არ ღირს იმ ნერ­ვი­უ­ლო­ბად, რა­საც მო­ნა­წი­ლე პრო­ექ­ტში ყოფ­ნი­სას გა­ნიც­დის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ დაძლია დეპრესია ხათუნა ჟორდანიამ - ''წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები''

როგორ დაძლია დეპრესია ხათუნა ჟორდანიამ - ''წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები''

ხათუნა ჟორდანია ''ორ ვარსკვლავში'' გიო ხუციშვილთან ერთად მონაწილეობს. კონკურსში პირველადაა, თავიდან არ მოსწონდა პროექტში ყოფნა, მაგრამ ახლა ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ყოველ კონცერტზე მათი წყვილი ღირსეულად წარდგეს მაყურებლის წინაშე.

- თავიდან ბევრჯერ ვინანე, ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობას რომ დავთანხმდი. მე და გიოს ძლიერი კონკურენტები გვყავს. ახლა აზარტში ვარ და კვირიდან კვირამდე ბევრს ვმეცადინეობ.

- ძლიერ კონკურენტებში ვის გულისხმობთ?

- ილო ბეროშვილს, მიკი ჯეჯელავას, პეჩოს, მანიკა ასათიანს. მე თეა დარჩიაც ძალიან მომწონდა და გული დამწყდა, რომ პროექტი დატოვა.

- თქვენს ნამღერს ოჯახის წევრები როგორ აფასებენ?

- ზურას შენიშვნები ყოველი ტურის შემდეგ აქვს და მეც სულ ვცდილობ, კვირიდან კვირამდე მივიღო და გავითვალისწინო. ზურას შენიშვნები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ არ ვმღერი მთელი ჩემი შესაძლებლობებით. ბოლო ტურზე კი მითხრა, რომ გიოსთან სცენაზე კონტაქტი საერთოდ არ მქონდა. პირველ ტურზე იყო ანასტასიაც, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ყოველ კონცერტზე მისი ყოფნა აუცილებელი არაა. როდესაც ჩვენი გადაცემა ეთერშია, იმ დროს ანასტასიას უნდა ეძინოს და ზურა ვერ იტანს, როცა მისი რეჟიმი ირღვევა. ისე მოხდა, რომ ჩვენ ყოველთვის პირველ ოთხ მონაწილეს შორის ვართ ხოლმე. გვიყურებს და მერე იძინებს. ანასტასია არასდროს მაკრიტიკებს. როდესაც ვეკითხები, მოგეწონა ჩემი ნამღერი-მეთქი, მოკლედ მპასუხობს, კი, მომეწონაო.

- კონკურსში, როგორც ვიცი, პირველად მონაწილეობთ.

- ''ორი ვარსკვლავი'' ჩემი პირველი და უკანასკნელი კონკურსია.

- უკანასკნელი რატომ?

- ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავბედე, რომ სიმღერას ეხება. ზოგადად, სიტყვა კონკურსი არ მიყვარს. მე კი არა, როდესაც ნინისა და ზუკა ხუციშვილის დუეტი ძალიან მოდაში იყო, მაშინ მეც და ზუკას დედასაც ბევრჯერ შემოგვთავაზეს, სხვადასხვა კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. არანაირი კონკურსის მოგება არ ღირს იმ ნერვიულობად, რასაც მონაწილე პროექტში ყოფნისას განიცდის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება