"ჩემი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო, ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო"

"ჩემი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო, ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო"

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში გარდაცვლილი 14 წლის მარიამ კელენჯერიძის ოჯახი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების თქმით, 14 წლის გოგონამ თავი 2013 წლის 27 ნოემბერს ბიძის საცხოვრებელი სახლის აივანზე ჩამოიხრჩო, გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

როგორც გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, სავარაუდოდ, მარიამი ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც თავი ჩამოიხრჩო.

"გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ჩემი გოგონა მეზობელმა სასაფლაოზე დაინახა. თურმე ტიროდა და ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა. როგორც მეზობელი ამბობს, ვიღაცას ეუბნებოდა, რომ თავს მოიკლავდა. ვვარაუდობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახში ვერ გაამხილა და თავი მოიკლა. პოლიციას უკვე წლებია ვეხვეწები, ჩაუტარონ ჩემს გარდაცვლილ შვილს ექსპერტიზა ან მოიკვლიონ, ვის ესაუბრებოდა გარდაცვალებამდე ჩემი შვილი და ეუბნებოდა, რომ თავს მოიკლავდა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა