სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სირიაში დაჯგუფება "იარმუკის" მეთაურია
ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სირიაში დაჯგუფება "იარმუკის" მეთაურია

2012 წლის აგ­ვის­ტო­ში, კა­ხეთ­ში, სო­ფელ ლა­ფან­ყურ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, იგი­ვე "ცალ­ხე­ლა ახ­მე­და" ამ­ჟა­მად სი­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას "იარ­მუკს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ შე­ნა­ერ­თში ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იბ­რძვი­ან, ძი­რი­თა­დად ჩეჩ­ნე­ბი, თუმ­ცა მათ შო­რის არი­ან და­ღეს­ტნი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან - პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც.

ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა, რო­მელ­საც სი­რი­ა­ში ახ­მად ში­შა­ნად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სამ­წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ჩვენს რე­გი­ონ­ზეც სა­უბ­რობს.

"მინ­და სა­ლა­მი გა­დავ­ცე და­ღეს­ტნის ვი­ლა­ი­ეთ­ში მებ­რძოლ ჩვენს მო­ჯა­ჰედ ძმებს, რომ­ლებ­მაც ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი და­დეს. სა­ლა­მი და ალა­ჰის წყა­ლო­ბა მათ მე­თა­ურს, აბუ მუ­ჰა­მედ კუ­და­რელს. ამ ამ­ბავ­მა ჩვენ ძლი­ერ გაგ­ვა­ხა­რა. მე მო­ვუ­წო­დებ ჩვენს და­ნარ­ჩენ ძმებს - შე­მოგ­ვი­ერ­თდით, გავ­ზარ­დოთ ხა­ლი­ფა­ტის ტე­რი­ტო­რია და ის­ლა­მის რე­ლი­გია. დავ­დგეთ ერთი დრო­შის ქვეშ", - ნათ­ქვა­მია ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში 2012 წლის 8 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩა­ტა­ე­ვი თბი­ლი­სი­დან ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში, 28 აგ­ვის­ტოს, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თხოვ­ნით იქამ­დე ჩა­ვი­და, ვიდ­რე შსს ლა­ფან­ყურ­თან ახ­ლოს სპე­ცო­პე­რა­ცი­ას და­ი­წყებ­და. შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მას ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში მყოფ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჩეჩ­ნებ­თან და ქის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში ჩარ­თვა სთხო­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ტა­ე­ვი სნა­ი­პერ­მა დაჭ­რა. ჩა­ტა­ე­ვი ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა. მას ჭრი­ლო­ბა გა­ურ­თულ­და და სი­ა­რუ­ლი ვე­ღარ შეძ­ლო, რის გა­მოც სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, თა­ვი­სი ნე­ბით ჩა­ბარ­და. ჩა­ტა­ე­ვი და­ა­პა­ტიმ­რეს და გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას მარ­ცხე­ნა ფეხი მოკ­ვე­თეს. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. მას ბრა­ლად წა­რუდ­გი­ნეს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო. ჩა­ტა­ე­ვი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­და. რუ­სე­თი კი მის ექტრა­დი­რე­ბას ითხოვ­და.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა მის საქ­მე­ში არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად აქ­ვეყ­ნებ­დნენ მა­სა­ლებს.

2012 წლის 7 დე­კემ­ბერს ის პა­ტიმ­რო­ბი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

2013 წლის 18 იან­ვარს, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის მი­მართ, და­ნა­შა­უ­ლის არ არ­სე­ბო­ბის გამო, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყვი­ტა. ჩა­ტა­ევს გი­რა­ოს სა­ხით გა­დახ­დი­ლი 5 ათა­სი ლა­რიც უკან და­უბ­რუნ­და. ცოტა ხნის შემ­დეგ მან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ავ­სტრი­ა­ში წა­ვი­და, სა­დაც მას ჩეჩ­ნე­თი­დან ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

34 წლის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლია. 2010-2012 წლებ­ში ის "კავ­კა­სი­ის იმი­რა­თის" ხელ­მძღვა­ნე­ლის დოკუ უმა­რო­ვის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ევ­რო­პა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სირიაში დაჯგუფება "იარმუკის" მეთაურია

ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სირიაში დაჯგუფება "იარმუკის" მეთაურია

2012 წლის აგვისტოში, კახეთში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა" ამჟამად სირიაში იმყოფება და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ დაჯგუფებას "იარმუკს" ხელმძღვანელობს. ამ შენაერთში ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები იბრძვიან, ძირითადად ჩეჩნები, თუმცა მათ შორის არიან დაღესტნიდან და საქართველოდან - პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.

ახმედ ჩატაევმა, რომელსაც სირიაში ახმად შიშანად მოიხსენიებენ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში სამწუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ჩვენს რეგიონზეც საუბრობს.

"მინდა სალამი გადავცე დაღესტნის ვილაიეთში მებრძოლ ჩვენს მოჯაჰედ ძმებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს. სალამი და ალაჰის წყალობა მათ მეთაურს, აბუ მუჰამედ კუდარელს. ამ ამბავმა ჩვენ ძლიერ გაგვახარა. მე მოვუწოდებ ჩვენს დანარჩენ ძმებს - შემოგვიერთდით, გავზარდოთ ხალიფატის ტერიტორია და ისლამის რელიგია. დავდგეთ ერთი დროშის ქვეშ", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ახმედ ჩატაევი საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა. შსს-ს მაღალჩინოსნებმა მას ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს, თუმცა მოგვიანებით ჩატაევი სნაიპერმა დაჭრა. ჩატაევი ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დარჩა. მას ჭრილობა გაურთულდა და სიარული ვეღარ შეძლო, რის გამოც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, თავისი ნებით ჩაბარდა. ჩატაევი დააპატიმრეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. მას ბრალად წარუდგინეს, რომ შეიარაღებული იყო. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. რუსეთი კი მის ექტრადირებას ითხოვდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი და კიდევ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება მის საქმეში არსებულ დარღვევებზე სისტემატურად აქვეყნებდნენ მასალებს.

2012 წლის 7 დეკემბერს ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2013 წლის 18 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ავსტრიაში წავიდა, სადაც მას ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი აქვს მიღებული.

34 წლის ახმედ ჩატაევი ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. 2010-2012 წლებში ის "კავკასიის იმირათის" ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია