ტაძრის ნანგრევებზე მდგარი პარლამენტის შენობის ისტორია - ამბობენ, რომ ეს ტერიტორია დაწყევლილია

ტაძრის ნანგრევებზე მდგარი პარლამენტის  შენობის ისტორია - ამბობენ, რომ ეს ტერიტორია დაწყევლილია

მრავალი უბედურებისა და სისხლის ღვრის მიზეზი, რაც ამ ადგილას მომხდარა, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია

საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, ჩვენს რეალობაში ხშირად გამხდარა სხვადასხვა ტი პის საპროტესტო აქციის გამართვისა და მომიტინგეთა შეკრების ადგილი. აქვე აღინიშნება საზეიმო ღონისძიებებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ყველაზე მეტად ვზრუნავთ მის გარეგნულ მხარეზე, რადგან ვასეირნებთ ტურისტებს და თბილისში ჩამოსული ყველა უცხოელი სტუმარი ამ გამზირზე ერთხელ მაინც ხვდება...

რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა განთავსებული, სადაც ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა და დღესაც წყდება. პარლამენტის შენობის ადგილას ადრე ტაძარი იდგა. მართლმადიდებლური ქრისტიანული საკათედრო ტაძარი კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა.

მშენებლობა 1871 წელს დაიწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მალევე შეჩერდა. მშენებლობა მოგვიანებით განახლდა და 1897 წელს უკვე მზა ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა. ტაძარი არაერთი წელი ფუნქციონირებდა და მუდმივი მრევლიც ჰყავდა. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაკრძალეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე. წ. იუნკერები, რომლებიც წითელ მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

როცა საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისის მთავრობის სასახლის აგება გადაწყდა, მის ადგილმდებარეობად ქალაქის მთავარი მაგისტრალი, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.

მას შემდეგ, დღესაც, თბილისელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მრავალი უბედურებისა და სისხლის ღვრის მიზეზი, რაც ამ ადგილას მომხდარა, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია ფრაზები იმის შესახებ, რომ ტაძრის ადგილას აგებული ნებისმიერი შენობის ბედი წარუმატებლობისთვისაა განწირული, და რომ პარლამენტის შენობა და მის გარშემო ტერიტორია დაწყევლილია.

მაშინვე გვახსენდება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991-1992 წლის ე. წ. ''სამოქალაქო'' ომი, რომელმაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ უფრო ცხადად გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის სისხლიანი დასასრული და უახლოეს წარსულში მომხდარი არაერთი სხვა ავბედითი დღე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია