სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას" - გიორგი მარგველაშვილი
"სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას" - გიორგი მარგველაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ნუ­ლო­ვა­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის დღეს ეხ­მა­უ­რე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ამ სე­ნის­გან სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი არც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნუ­ლო­ვა­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ 21 სა­უ­კუ­ნე­შიც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კვლა­ვაც გა­ნიც­დი­ან დევ­ნა­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბას.

ბოლო წლებ­ში ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა, რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბილ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა, ჰო­მო­ფო­ბი­ის ცალ­კე­ულ­მა გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­მა და სხვა დრა­მა­ტულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ამ სე­ნის­გან სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი არც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა.

ჩვენ მო­ვა­ლე­ნი ვართ სა­ფუძ­ვლებ­ში­ვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცი­ე­ბი და წინ აღ­ვუდ­გეთ დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბას. ამ პრო­ცეს­ში ჩვენ ვერ გა­მოვ­ყოფთ ერთ რო­მე­ლი­მე ინ­სტან­ცი­ას, რო­მელ­საც სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმ­თავ­რე­სია, ვინც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, მაგ­რამ ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ძა­ლის­ხმე­ვა, რათა სა­ქარ­თვე­ლო იყოს ქვე­ყა­ნა, რო­გო­რა­დაც მას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე აღ­წერს: მშვი­დო­ბის - მყო­ფე­ლი სა­ვა­ნე და სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლი ყვე­ლა­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი, მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თუ სხვა სა­ხის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა" - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას" - გიორგი მარგველაშვილი

"სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს ეხმაურება. მარგველაშვილის თქმით, ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა.

პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს საერთაშორისო საზოგადოება ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს აღნიშნავს.

სამწუხაროა, რომ 21 საუკუნეშიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას.

ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა, ჰომოფობიის ცალკეულმა გამოვლინებებმა და სხვა დრამატულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა.

ჩვენ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე გავაცნობიეროთ სახიფათო ტენდენციები და წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ პროცესში ჩვენ ვერ გამოვყოფთ ერთ რომელიმე ინსტანციას, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვინც კანონის უზენაესობა და ადამიანთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა, რათა საქართველო იყოს ქვეყანა, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა