სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა - უახლესი ცნობები
გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა - უახლესი ცნობები

გა­მო­ძი­ე­ბამ გუ­შინ სა­ღა­მოს მოკ­ლუ­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ბო­რის ნემ­ცო­ვის ბოლო მარ­შრუ­ტი და­ად­გი­ნა. "იტარ-ტასი" სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ზე დაყრნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ნემ­ცოვ­მა და მის­მა თან­მხლებ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მო­დელ­მა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გუმ­ში" ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ივახ­შმეს.

"ვახ­შმის შემ­დეგ ისი­ნი ფე­ხით სა­სე­ირ­ნოდ გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა, ნემ­ცოვს სწო­რედ "გუ­მი­დან" აე­დევ­ნა მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც მკვლელს ატყო­ბი­ნებ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. პო­ლი­ტი­კო­სი გო­გო­ნას­თან ერ­თად წი­თე­ლი მო­ედ­ნის გავ­ლით ვა­სი­ლევ­სკის დაღ­მარ­თის­კენ გა­ე­მარ­თა. ისი­ნი შემ­დეგ კრემ­ლის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ხიდ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ბა­ლო­ტის მო­ედ­ნის­კენ მი­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა, ხიდ­ზე გა­მოჩ­ნდა უცხო მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­ი­და­ნაც ნემ­ცოვს ეს­რო­ლეს. მან­ქა­ნა მა­ლე­ვე გა­უ­ჩი­ნარ­და", - ამ­ბობს წყა­რო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა კარ­გად იყო და­გეგ­მი­ლი. ამ დრო­ის­თვის ექ­სპერ­ტი­ზა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს სწავ­ლობს. რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მკვლე­ლო­ბის და ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბის მუხ­ლე­ბით აღ­ძრა.

იხი­ლეთ ასე­ვე: მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში 23 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლი ანნა დუ­რიტსკა­ია ახ­ლდა თან - ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი და მსოფ­ლიო ლი­დერ­თა გა­მო­ხა­მუ­რე­ბა

ტეგი: ყვე­ლა სი­ახ­ლე ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა - უახლესი ცნობები

გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა - უახლესი ცნობები

გამოძიებამ გუშინ საღამოს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა. "იტარ-ტასი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრნობით იტყობინება, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ნემცოვმა და მისმა თანმხლებმა უკრაინელმა მოდელმა სავაჭრო ცენტრ "გუმში" ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.

"ვახშმის შემდეგ ისინი ფეხით სასეირნოდ გამოვიდნენ ქუჩაში. როგორც ირკვევა, ნემცოვს სწორედ "გუმიდან" აედევნა მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, რომელიც მკვლელს ატყობინებდა ოპოზიციონერის გადაადგილების შესახებ. პოლიტიკოსი გოგონასთან ერთად წითელი მოედნის გავლით ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. ისინი შემდეგ კრემლის სიახლოვეს მდებარე ხიდზე გადავიდნენ და ბალოტის მოედნისკენ მიდიოდნენ. თუმცა, ხიდზე გამოჩნდა უცხო მარკის ავტომობილი, საიდანაც ნემცოვს ესროლეს. მანქანა მალევე გაუჩინარდა", - ამბობს წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან.

პოლიციის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის ექსპერტიზა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აღძრა.

იხილეთ ასევე: მკვლელობის მომენტში 23 წლის უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაია ახლდა თან - ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხამურება

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა