სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაღრაანის საბავშვო ბაღში ბავშვებს აჭამეს ბრინჯი, რომელშიც ჭიები აღმოჩნდა
მაღრაანის საბავშვო ბაღში ბავშვებს აჭამეს ბრინჯი, რომელშიც ჭიები აღმოჩნდა

"სო­ფელ მაღ­რა­ა­ნის სა­ბავ­შვო ბაღ­ში შე­ტა­ნილ ბრინ­ჯში გა­რე­ცხვის დროს აღ­მოჩ­ნდა შავი ფე­რის პა­ტა­რა ჭი­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრინ­ჯი გა­რე­ცხვი­სა და გა­დარ­ჩე­ვის შემ­დეგ ბავ­შვებს საკ­ვე­ბად მის­ცეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მო­ი­პო­ვა.

დას­კვნა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია სხვა დარ­ღვე­ვებ­ზეც: "შე­მოწ­მე­ბით დად­გინ­და, რომ 2014 წლის 14 სექ­ტემ­ბერს სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის N1 და სო­ფელ ჯო­ყო­ლოს სა­ბავ­შო ბა­ღებ­ში შე­ტა­ნი­ლი ჰერ­კუ­ლე­სი იყო ხმა­რე­ბი­სათ­ვის უვარ­გი­სი, რა­ზე­დაც მი­ე­თი­თა ი/მ "მა­რია ბე­ქუ­რი­ძეს", რომ მო­ეხ­დი­ნა ხმა­რე­ბი­სათ­ვის უვარ­გი­სი ბურ­ღუ­ლე­უ­ლის სას­წრა­ფოდ შეც­ვლა. მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი­დან ირ­კვე­ვა, რომ 14 სექ­ტემ­ბერს საკ­ვე­ბი­სათ­ვის უვარ­გი­სი ჰერ­კუ­ლე­სი და მა­ნიკ­რუ­პა 11 სა­ბავ­შო ბაღ­ში სხვა­დას­ხვა რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში შე­იც­ვა­ლა საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი, ხა­რის­ხი­ა­ნი ჰერ­კუ­ლე­სით და მა­ნიკ­რუ­პით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე­ებს ჩა­მო­ერ­თვათ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი, სა­დაც გან­მარ­ტეს, რომ ხმა­რე­ბი­სათ­ვის უვარ­გი­სი ჰერ­კუ­ლე­სი და მა­ნიკ­რუ­პა ბავ­შვე­ბის საკ­ვე­ბად არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ და ის კვე­ბის­თვის ვარ­გი­სი ჰერ­კუ­ლე­სით და მა­ნიკ­რუ­პით შე­იც­ვა­ლა.

მხო­ლოდ სო­ფელ მაღ­რა­ა­ნის სა­ბავ­შო ბა­ღის გამ­გე ქ. ყორ­ბე­ზაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ 2014 წლის 13 სექ­ტემ­ბერს შე­ტა­ნილ ბრინ­ჯში გა­რე­ცხვის დროს აღ­მოჩ­ნდა შავი ფე­რის პა­ტა­რა ჭი­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრინ­ჯი გა­რე­ცხვი­სა და გა­დარ­ჩე­ვის შემ­დეგ მი­ე­ცათ ბავ­შვებს საკ­ვე­ბად. ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­ბავ­შო ბა­ღე­ბის ცენ­ტრს იმი­ტომ არ და­უ­კავ­შირ­და, რომ მი­ღე­ბუ­ლი ბრინ­ჯი იყო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის.

სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და მიმ­წო­დე­ბელს შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელშკრუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, შემ­სყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია "უზ­რუნ­ველ­ყოს მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბა და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი მი­ღე­ბა". აუ­დი­ტო­რის დას­კვნით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვებ­ში უხა­რის­ხო ბურ­ღუ­ლე­უ­ლის მი­ღე­ბის ფაქ­ტი არა ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუფ­მა, არა­მედ სა­ბავ­შვო ბა­ღის მუ­შა­კებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაღრაანის საბავშვო ბაღში ბავშვებს აჭამეს ბრინჯი, რომელშიც ჭიები აღმოჩნდა

მაღრაანის საბავშვო ბაღში ბავშვებს აჭამეს ბრინჯი, რომელშიც ჭიები აღმოჩნდა

"სოფელ მაღრაანის საბავშვო ბაღში შეტანილ ბრინჯში გარეცხვის დროს აღმოჩნდა შავი ფერის პატარა ჭიები. აღნიშნული ბრინჯი გარეცხვისა და გადარჩევის შემდეგ ბავშვებს საკვებად მისცეს", - აღნიშნულია ახმეტის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია სხვა დარღვევებზეც: "შემოწმებით დადგინდა, რომ 2014 წლის 14 სექტემბერს სოფელ ქვემო ალვანის N1 და სოფელ ჯოყოლოს საბავშო ბაღებში შეტანილი ჰერკულესი იყო ხმარებისათვის უვარგისი, რაზედაც მიეთითა ი/მ "მარია ბექურიძეს", რომ მოეხდინა ხმარებისათვის უვარგისი ბურღულეულის სასწრაფოდ შეცვლა. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 14 სექტემბერს საკვებისათვის უვარგისი ჰერკულესი და მანიკრუპა 11 საბავშო ბაღში სხვადასხვა რაოდენობით შეიტანეს, რომელიც შემდგომში შეიცვალა საკვებად ვარგისი, ხარისხიანი ჰერკულესით და მანიკრუპით. აღნიშნული საბავშვო ბაღის გამგეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც განმარტეს, რომ ხმარებისათვის უვარგისი ჰერკულესი და მანიკრუპა ბავშვების საკვებად არ გამოუყენებიათ და ის კვებისთვის ვარგისი ჰერკულესით და მანიკრუპით შეიცვალა.

მხოლოდ სოფელ მაღრაანის საბავშო ბაღის გამგე ქ. ყორბეზაშვილმა განმარტა, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს შეტანილ ბრინჯში გარეცხვის დროს აღმოჩნდა შავი ფერის პატარა ჭიები. აღნიშნული ბრინჯი გარეცხვისა და გადარჩევის შემდეგ მიეცათ ბავშვებს საკვებად. ბაღის ადმინისტრაცია საბავშო ბაღების ცენტრს იმიტომ არ დაუკავშირდა, რომ მიღებული ბრინჯი იყო მცირე რაოდენობის.

საბავშვო ბაღების გაერთიანებასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშკრულების თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია "უზრუნველყოს მიწოდებული საქონლის ინსპექტირება და დადებითი შეფასების შემთხვევაში მისი მიღება". აუდიტორის დასკვნით, მოცემულ შემთხვევებში უხარისხო ბურღულეულის მიღების ფაქტი არა ინსპექტირების ჯგუფმა, არამედ საბავშვო ბაღის მუშაკებმა გამოავლინეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა