სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს" - ნოდარ ჯავახიშვილი
"თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს" - ნოდარ ჯავახიშვილი

თუ ლა­რის კურსს არ და­ი­ჭე­რენ, ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ვერც ხა­დუ­რი და ვერც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ვერც ერთი ნო­და­რი და­ი­ჭერს, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, "ქარ­თუ ბან­კის" ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა TV"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

იგი შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად მთავ­რო­ბა ეროვ­ნულ ბანკთან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს.

"მთავ­რო­ბის შეც­დო­მებს რა­საკ­ვირ­ვე­ლია ვხე­დავ, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სი შეც­დო­მა არის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს ეროვ­ნულ ბანკთან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად. მე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ეს სა­კი­თხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისე და­ტო­ვოს, სიღ­რმე­ში არ ჩა­ი­ხე­დოს. როცა სიღ­რმე­ში ჩა­ი­ხე­დავს, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ შერ­ცხვეს ზო­გი­ერთ მათ­განს, რო­გორ ვთქვი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი, როცა თურ­მე ქვე­ყა­ნას ვან­გრევ­დიო. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ამ სფე­რო­ში კვი­რი­კაშ­ვი­ლის და ხა­დუ­რის გა­მო­უც­დე­ლო­ბა – გა­ვე­მიჯ­ნე­ბო­დი, სხვას თუ ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ნა­ცხა­და ამას წი­ნათ, არ და­ვუშ­ვებთ ფა­სე­ბის ზრდა­სო. თუ ლა­რის კურსს არ და­ი­ჭე­რენ, ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ვე­რა­ვინ და­ი­ჭერს - ვერც ხა­დუ­რი და ვერც ყვე­ლა ნო­და­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ ბან­კის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ იმოქ­მე­და.

ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის მი­სა­მარ­თით ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­საც ეთან­ხმე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ პა­ნი­კა სწო­რედ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა და­თე­სა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი. გა­ცი­ლე­ბით მე­ტის თქმაც შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მან ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვუღ­რმავ­დეთ, ბევრ რა­მე­ზე გა­ვა­კე­თოთ "მი­ნიშ­ნე­ბა", რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ას ვერ და­ვარ­ღვევთ. რბილ ტონ­ში შე­ფა­სე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა, როცა, პრაქ­ტი­კუ­ლად, 3 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო ლა­რის კურ­სის ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­დნა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 51 პუნ­ქტით და­ე­ცა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 29 %-ია. ეს, პრინ­ციპ­ში, კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. ვფიქ­რობ, ლა­რის გამ­ყა­რე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ­მა გან­ცხა­დე­ბამ დრო­ზე მო­უს­წრო. ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ ბან­კის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის აზ­რი­თაც, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ერთ-ერთი შეც­დო­მა ისაა, რომ რე­ზერ­ვე­ბი დრო­უ­ლად არ გა­მო­ი­ყე­ნა. "სულ ამ­ბო­ბენ პა­ნი­კა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში­აო, მაგ­რამ ვინ შექ­მნა ეს პა­ნი­კა?! 3 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო კურ­სის ვარ­დნა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კი პირ­ვე­ლად 25 ნო­ემ­ბერს ჩა­ე­რია და 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნა გა­სა­ყი­დად. მო­რი­გი ჩა­რე­ვა იყო დე­კემ­ბერ­ში და ამის მერე თე­ბერ­ვლამ­დე აღარ ჩა­რე­უ­ლა. 25 ნო­ემ­ბერს რომ და­ე­ლო­და, სა­ნამ პა­ნი­კა არ შე­იქ­მნა, გარ­წმუ­ნებთ, ეს რომ 4-5 ნო­ემ­ბერს გა­ე­კე­თე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა კურ­სის და­ჭე­რას 5 და 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ყოფ­ნო­და", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მიერ დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვა­ზე უარი მე­ზო­ბელ­მა ქვეყ­ნებ­მაც თქვეს, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ქა­და­გი­ძე თა­ვის მარ­თლე­ბას ცდი­ლობს. "არა­ვინ ამ­ბობს, და­მი­ჭი­რეთ და ჩამ­სვით ცი­ხე­შიო. ყვე­ლა ცდი­ლობს გა­ა­მარ­თლოს თა­ვი­სი ქმე­დე­ბა", - დას­ძი­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სწო­რედ ეროვ­ნულ ბანკს აკის­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე უნდა აღეძ­რა" - ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს" - ნოდარ ჯავახიშვილი

"თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს" - ნოდარ ჯავახიშვილი

თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ხადური და ვერც საქართველოში მცხოვრები ვერც ერთი ნოდარი დაიჭერს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, "ქართუ ბანკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

იგი შეცდომად მიიჩნევს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სავალუტო კრიზისის დასაძლევად მთავრობა ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად მუშაობს.

"მთავრობის შეცდომებს რასაკვირველია ვხედავ, მაგრამ უპირველესი შეცდომა არის განცხადებები, რომ მთავრობა მუშაობს ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ ისე დატოვოს, სიღრმეში არ ჩაიხედოს. როცა სიღრმეში ჩაიხედავს, არ გამიკვირდება, რომ შერცხვეს ზოგიერთ მათგანს, როგორ ვთქვი კოორდინირებულად ვმუშაობდი, როცა თურმე ქვეყანას ვანგრევდიო. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ამ სფეროში კვირიკაშვილის და ხადურის გამოუცდელობა – გავემიჯნებოდი, სხვას თუ ვერაფერს გავაკეთებდი. რაც შეეხება ფასებს, ნოდარ ხადურმა განაცხადა ამას წინათ, არ დავუშვებთ ფასების ზრდასო. თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ დაიჭერს - ვერც ხადური და ვერც ყველა ნოდარი საქართველოში მცხოვრები", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ლარის გამყარებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმოქმედა.

ჯავახიშვილი გიორგი ქადაგიძის მისამართით ყოფილი პრემიერის განცხადებასაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პანიკა სწორედ ეროვნულმა ბანკმა დათესა.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გაცილებით მეტის თქმაც შეიძლება, რადგან მან ზოგადი შეფასება გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია დეტალებში ჩავუღრმავდეთ, ბევრ რამეზე გავაკეთოთ "მინიშნება", რადგან უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ. რბილ ტონში შეფასება აღარ შეიძლება, როცა, პრაქტიკულად, 3 ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ინტენსიური ვარდნა და ამ ხნის განმავლობაში 51 პუნქტით დაეცა, რაც დაახლოებით 29 %-ია. ეს, პრინციპში, კატასტროფის ტოლფასია. ვფიქრობ, ლარის გამყარებას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ დროზე მოუსწრო. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

"ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტის აზრითაც, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი შეცდომა ისაა, რომ რეზერვები დროულად არ გამოიყენა. "სულ ამბობენ პანიკა ყველაზე საშიშიაო, მაგრამ ვინ შექმნა ეს პანიკა?! 3 ნოემბერს დაიწყო კურსის ვარდნა, ეროვნული ბანკი კი პირველად 25 ნოემბერს ჩაერია და 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. მორიგი ჩარევა იყო დეკემბერში და ამის მერე თებერვლამდე აღარ ჩარეულა. 25 ნოემბერს რომ დაელოდა, სანამ პანიკა არ შეიქმნა, გარწმუნებთ, ეს რომ 4-5 ნოემბერს გაეკეთებინა, შესაძლოა კურსის დაჭერას 5 და 10 მილიონი დოლარი ყოფნოდა", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ რეზერვების ხარჯვაზე უარი მეზობელმა ქვეყნებმაც თქვეს, ჯავახიშვილის შეფასებით, ქადაგიძე თავის მართლებას ცდილობს. "არავინ ამბობს, დამიჭირეთ და ჩამსვით ციხეშიო. ყველა ცდილობს გაამართლოს თავისი ქმედება", - დასძინა ჯავახიშვილმა, რომლის შეფასებითაც, ლარის სტაბილურობაზე უპირველესი პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "ქართულ ოცნებას" გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა აღეძრა" - ნოდარ ჯავახიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა