ტონი რობინსი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლაიფ-ტრენერია. ის მართლაც ლეგენდარული ფიგურაა. სხვადასხვა წლებში ტონი კონსულტაციებს უწევდა პლანეტის ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს და აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტთანაც კი მუშაობდა.
ცოტა ხნის წინ ონლაინ-ჟურნალში Entrepreneur ტონი რობინსმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოგვითხრობს სამ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.
„არაფერია იმაზე საშინელი, იყო მდიდარი და ქრონიკულად უბედური და ბოროტი ადამიანი. ამისთვის არ არსებობს არავითარი გამართლება. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ვხედავ წარმატებულ და მუდმივად მოწუწუნე, უკმაყოფილო ხალხს. ეს შედეგია არაბალანსირებული ცხოვრების, ზედმეტად მაღალი მოლოდინების და არანაირი სურვილის - გახარებდეს ის, რაც უკვე გაქვს. მადლიერების გარეშე თქვენ ვერასდროს იქნებით ცხოვრებით კმაყოფილი. რა ფასი ექნება ცხოვრებას, თუ თქვენს ცხოვრებაში არის სამსახური და უკმაყოფილება? ამ 40 წლის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც განსაზღვრავენ მათი ცხოვრების ხარისხს. თუ თქვენ ღებულობთ მათ ქვეცნობიერად, მაშინ როგორც ადამიანების უმრავლესობა, თქვენ იქნებით უბედური - არ გექნებათ საჭირო ფიზიკური ფორმა, არასოდეს გეყოფათ ფული, პირად ცხოვრებაში კი სრული ქაოსი დაისადგურებს. ხოლო თუ თქვენ გააცნობიერებთ ამ გადაწყვეტილებებს, ეს ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას დღეიდანაც კი.
გადაწყვეტილება N 1: საფუძვლიანად აირჩიეთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. დროის ნებისმიერ მონაკვეთში მილიონობით რაღაც ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ყურადღების ფოკუსირება ამჟამად, აქ, ამ მომენტში ან იმაზე, თუ რა გინდათ მომავალში ან თქვენს წარსულზე.
იხილეთ გაგრძელება