ხარკოვში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი, 18 წლის სტუდენტი, ნიკოლაი მელნიჩუკი გარდაიცვალა.
"უნიანის" ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანტონ გერაშენკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ამ დროისთვის ხარკოვის საავადმყოფოში თავდასხმის დროს დაშავებული ცხრა ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. ხარკოვის ცენტრში ტერაქტი ორი დღის წინ "ერთიანობის მარშის" მსვლელობისას მოხდა. სამართალდალცავმა ორგანოებმა მომხდარის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს.