სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალ-ახალი კორუფციული სქემები - ჯოკია ბოდოკიას გზას მალე ბევრ სხვასაც გაუყენებენ?!
ახალ-ახალი კორუფციული სქემები - ჯოკია ბოდოკიას გზას მალე ბევრ სხვასაც გაუყენებენ?!

თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის, ჯო­კია ბო­დო­კი­ას, ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბას დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. მისი და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სამ­სა­ხურ­მა კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე არ­სე­ბულ "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­შიც" გა­შიფ­რა.

რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, ზუ­რაბ ნუ­ცუ­ბი­ძემ, "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის" ან­გა­რი­ში­დან პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე 2.227.887 ლარი უკა­ნო­ნოდ გა­და­რი­ცხეს, მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხით კი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეს, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. შს სა­მი­ნის­ტრომ ზუ­რაბ ნუ­ცუ­ბი­ძე და­ა­კა­ვა, თა­მარ ფხო­ვე­ლიშ­ვილ­ზე კი ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­ულ­ში სხვა პირ­თა გა­მო­სავ­ლე­ნა­დაც გრძელ­დე­ბა.

კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი, იუ­რის­ტი: - ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მიხ­ვდნენ, თუ დრო­უ­ლად არ მი­ი­ღეს ზო­მე­ბი, შემ­დეგ გვი­ან იქ­ნე­ბა. ჩემი აზ­რით, კი­დევ არა­ერთ

სკან­და­ლურ და­კა­ვე­ბას ვი­ხი­ლავთ. სა­ნამ სა­ხელ­მწი­ფო და ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის ცდუ­ნე­ბაც მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია, მთავ­რო­ბამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სწო­რი პო­ლი­ტი­კა შე­ი­მუ­შა­ოს.

სა­ერ­თოდ, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ საკ­ვან­ძო რგოლს წარ­მო­ად­გენს, ამი­ტომ მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შემ­თხვე­ვი­თი პი­რე­ბი არ უნდა ინიშ­ნე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალ-ახალი კორუფციული სქემები - ჯოკია ბოდოკიას გზას მალე ბევრ სხვასაც გაუყენებენ?!

ახალ-ახალი კორუფციული სქემები - ჯოკია ბოდოკიას გზას მალე ბევრ სხვასაც გაუყენებენ?!

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას, ქრთამის აღების ბრალდებით დაპატიმრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში ანტიკორუფციულმა სამსახურმა კორუფციული სქემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც" გაშიფრა.

რა პრეტენზიები გამოძიების ცნობით, კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ფხოველიშვილმა და მისმა მეუღლემ, ზურაბ ნუცუბიძემ, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ანგარიშიდან პირად ანგარიშებზე 2.227.887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს, მითვისებული თანხით კი ძვირად ღირებული ბინები და ავტომობილები შეიძინეს, რომლებიც ამ ეტაპზე დაყადაღებულია. შს სამინისტრომ ზურაბ ნუცუბიძე დააკავა, თამარ ფხოველიშვილზე კი ძებნა გამოაცხადა. გამოძიება დანაშაულში სხვა პირთა გამოსავლენადაც გრძელდება.

კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: - ანტიკორუფციული სამსახურის გააქტიურება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მიხვდნენ, თუ დროულად არ მიიღეს ზომები, შემდეგ გვიან იქნება. ჩემი აზრით, კიდევ არაერთ

სკანდალურ დაკავებას ვიხილავთ. სანამ სახელმწიფო და ადამიანები არსებობენ, კორუფციული გარიგებების ცდუნებაც მუდმივად იქნება, მთავარია, მთავრობამ კანონდარღვევის პრევენციისთვის სწორი პოლიტიკა შეიმუშაოს.

საერთოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელისუფლებაში ერთ-ერთ საკვანძო რგოლს წარმოადგენს, ამიტომ მინისტრის თანამდებობაზე შემთხვევითი პირები არ უნდა ინიშნებოდნენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა