ყურ­ძნის სიყ­ვა­რუ­ლით და­კოც­ნი­ლი ღო­ბე და 20 წლიანი ლოდინის შემდეგ ნაპოვნი ბედნიერება

ყურ­ძნის სიყ­ვა­რუ­ლით და­კოც­ნი­ლი ღო­ბე და 20 წლიანი ლოდინის შემდეგ ნაპოვნი ბედნიერება

პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი 12 წლის ასაკ­ში მეწ­ვია. ღმერ­თო, რო­გორ მიყ­ვარ­და! ის ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სი იყო, მი­მაჩ­ნდა, რომ "დი­დი ბი­ჭი" იყო და გრძნო­ბის გამ­ხე­ლას ვერ ვუ­ბე­დავ­დი.

მის სახ­ლთან სა­ა­თო­ბით "ვა­ბირ­ჟა­ვებ­დი" ხოლ­მე, რომ რამ­დე­ნი­მე წა­მით მო­მეკ­რა თვა­ლი. მი­სი ძმა ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლი გახ­ლდათ და რო­გორც იტ­ყვი­ან, "ყურ­ძნის სიყ­ვა­რუ­ლით ღო­ბეს ვკოც­ნი­დი"... ჯარ­ში ისე წა­ვი­და, ჩე­მი გრძნო­ბა ვერ გა­ვუმ­ხი­ლე. მის­თვის კი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დავ­რჩი, რად­გან 12 წლის გო­გო­ნა ბავ­შვად მი­ვაჩ­ნდი და ზე­დაც არ მი­ყუ­რებ­და. 2 წე­ლი ერ­თგუ­ლი ცო­ლი­ვით ვე­ლო­დი მის დაბ­რუ­ნე­ბას. იმ დრო­ის­თვის უკ­ვე 16 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც ვერ მო­ვა­ხერ­ხე მეთ­ქვა, რო­გორ მიყ­ვარ­და...

შემ­დეგ გა­ვი­გე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო და ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლი გახ­და ჩემ­თვის...

ცო­ლად პირ­ველ­სა­ვე მთხოვ­ნელს გავ­ყე­ვი... რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ოჯა­ხი და­მენ­გრა... ცხოვ­რე­ბის წე­სით ყო­ველ­თვის ქმრის ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გო­ნე­ბით - მო­ღა­ლა­ტე ცო­ლი. ყო­ველ­თვის ის მიყ­ვარ­და, მის ამ­ბებს შო­რი­დან ვი­გებ­დი და თუ სად­მე ქუ­ჩა­ში გა­და­ვეყ­რე­ბო­დი, გუ­ლი ისე გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და ხოლ­მე, მე­გო­ნა, მთელ ქვე­ყა­ნას ეს­მო­და. თვი­თონ კი აი­ნუნ­შიც არ მაგ­დებ­და, გვერ­დით ჩა­მივ­ლი­და და არც კი იცო­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი მტან­ჯავ­და.

3 წლის წინ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის ოჯახ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია