სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი - სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი - სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე

სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის საქ­მი­ა­ნო­ბა მისი ქმე­დე­ბი­სა და საქ­მის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბით იზო­მე­ბა და არა პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბით, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ხორ­ვა­ტი­ა­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­დად­გო­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის პოს­ტი­დან ზუ­რაბ აბა­ში­ძის გაწ­ვე­ვით რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნა შეს­რულ­და. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა თუ პო­ლიტ­საბ­ჭო­ში არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა არ გა­მარ­თუ­ლა.

"ჩემი სა­მი­ვე კო­ლე­გა თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ვიქ­ტორ დო­ლი­ძე ახლა აქ უნდა იდ­გეს, რად­გან დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და მან სამ­წუ­ხა­როდ, წა­მოს­ვლა­ზე უარი თქვა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი იყო კო­მი­ტე­ტის ძა­ლი­ან კარ­გი თავ­მჯდო­მა­რე. ისი­ნი კარ­გად უძღვე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ საქ­მეს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ისი­ნი თა­ვი­ანთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. მინ­და, კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტი არ არის მთავ­რო­ბა, იმ აზ­რით, რომ პარ­ლა­მენ­ტი არ არის ყო­ველ­თვის ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ან ერთი კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ას­პა­რე­ზი. მთავ­რო­ბა­ში, ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, ერთი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან. ვიცე-სპი­კე­რის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ჩა­ნა­წე­რი მკა­ფი­ოა, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას ჰყავ­დეს თა­ვი­სი ვიცე სპი­კე­რი. ამი­ტომ იყო, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ ზუ­რაბ აბა­ში­ძის გა­მოწ­ვე­ვა მოხ­და. ამით, პრაქ­ტი­კუ­ლად რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნა შეს­რულ­და და ეს არ იყო არა­ნა­ი­რი რეპ­რე­სი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს, მათი გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა, არა­ნა­ი­რი მსჯე­ლო­ბა არ გა­მარ­თუ­ლა არც პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე, არც უმ­რავ­ლე­სო­ბის შიგ­ნით. იყო გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა ამა­ზე არ გა­მარ­თუ­ლა. მო­თელ­ვით მსჯე­ლო­ბებ­ში, მეც და უმ­რავ­ლე­სო­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თვლი­და, რომ ჩვენ სა­კი­თხი არ უნდა დაგ­ვეს­ვა ისე, რომ ისი­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ. ასე რომ, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის საქ­მი­ა­ნო­ბა მისი ქმე­დე­ბის და საქ­მის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბით იზო­მე­ბა და არა პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბით. რო­გორც ჩანს კო­ლე­გებ­მა მი­ი­ღეს სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მათი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი და უფრო ეფექ­ტუ­რი იყოს. მე მათ წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებ იმ ას­პა­რეზ­ზე, სა­დაც მეტ ენერ­გი­ას და­ხარ­ჯა­ვენ. ისი­ნი რჩე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში და მე პი­რა­დად ვაგ­რძე­ლებ მათ­თან ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც მქონ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტე­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ონოფ­რიშ­ვილ­მა, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით უსუფაშვილი - სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი - სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა მისი ქმედებისა და საქმის ავ-კარგიანობით იზომება და არა პოლიტიკური კუთვნილებით, - აღნიშნული განცხადებით ხორვატიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადადგომას გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გაწვევით რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა. რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, "თავისუფალი დემოკრატების" გადაყენების თაობაზე უმრავლესობასა თუ პოლიტსაბჭოში არანაირი სერიოზული მსჯელობა არ გამართულა.

"ჩემი სამივე კოლეგა თავის თანამდებობაზე მუშაობდა. ვიქტორ დოლიძე ახლა აქ უნდა იდგეს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში იყო და მან სამწუხაროდ, წამოსვლაზე უარი თქვა. სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ისინი კარგად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეს. ვისურვებდი, რომ ისინი თავიანთ თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ პარლამენტი არ არის მთავრობა, იმ აზრით, რომ პარლამენტი არ არის ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი კოალიციის წარმომადგენლების ასპარეზი. მთავრობაში, ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი კოალიციის წევრები არიან თანამდებობებზე, მაშინ, როდესაც პარლამენტში ყველა თანამდებობა არ არის დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებთან. ვიცე-სპიკერის შემთხვევაში ჩვენს კანონმდებლობაში ჩანაწერი მკაფიოა, თუ როდის შეიძლება ოპოზიციას ჰყავდეს თავისი ვიცე სპიკერი. ამიტომ იყო, რომ უმრავლესობის მიერ ზურაბ აბაშიძის გამოწვევა მოხდა. ამით, პრაქტიკულად რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა და ეს არ იყო არანაირი რეპრესიული ღონისძიება. რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათი გადაყენების თაობაზე არანაირი სერიოზული მსჯელობა, არანაირი მსჯელობა არ გამართულა არც პოლიტსაბჭოზე, არც უმრავლესობის შიგნით. იყო გარკვეული კითხვები, მოსაზრებები, მაგრამ არანაირი სერიოზული მსჯელობა ამაზე არ გამართულა. მოთელვით მსჯელობებში, მეც და უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი თვლიდა, რომ ჩვენ საკითხი არ უნდა დაგვესვა ისე, რომ ისინი თანამდებობიდან წასულიყვნენ. ასე რომ, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა მისი ქმედების და საქმის ავ-კარგიანობით იზომება და არა პოლიტიკური კუთვნილებით. როგორც ჩანს კოლეგებმა მიიღეს სხვა გადაწყვეტილება, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო თავისუფალი და უფრო ეფექტური იყოს. მე მათ წარმატებებს უსურვებ იმ ასპარეზზე, სადაც მეტ ენერგიას დახარჯავენ. ისინი რჩებიან პარლამენტში და მე პირადად ვაგრძელებ მათთან ისეთივე ურთიერთობას, რაც მქონდა წლების განმავლობაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყეტილება მიიღეს. თანამდებობები დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა