სად გაუჩინარდა დავით კირკიტაძე - პროკურატურა ყოფილი გუბერნატორის პატიმრობას ითხოვს

სად გაუჩინარდა დავით კირკიტაძე - პროკურატურა ყოფილი გუბერნატორის პატიმრობას ითხოვს

დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება და გამოძიებას თავს არ არიდებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.

როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია კირკიტაძის ამერიკაში ყოფნის შესახებ.

"იგი ოფიციალურად იმყოფება ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. მას გამოძიებასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია. უკევ რამდენიმე თვეა, საქართველოში არ არის. ორწელიწადნახევარი ამ გამოძიების დაწყებიდან იგი ქვეყანაში იმყოფებოდა, თუმცა დაბარება მოხდა მას შემდეგ, რაც იგი ამერიკაში იმყოფება. დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არ არიდებს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას, ადვოკატმა განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლას გეგმავს, სადაც საქმის მასალებს გაეცნობა და ამის შემდეგ გააკეთებს განმარტებას.

საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების შპს "ავტოჰაუს-რუსთავი2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

პორკურატურა კირკიტაძის დაპატიმრებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ