სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აღარანაირად აღარ ვოცნებობ! წასულია ამ ხელისუფლების საქმე!.. ვერ გასწორდება ეს ხელისუფლება..." - ირაკლი ტაბლიაშვილი
"აღარანაირად აღარ ვოცნებობ! წასულია ამ ხელისუფლების საქმე!.. ვერ გასწორდება ეს ხელისუფლება..." - ირაკლი ტაბლიაშვილი

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" სტა­ტუ­სით ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაა ვოც­ნე­ბობ!

რო­დე­საც ნამ­დვი­ლი "ოც­ნე­ბა" მო­დი­ო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­ში­ნაც კი ვოც­ნე­ბობ­დი... კი, რა თქმა უნდა, არ მომ­წონ­და კო­ლექ­ტი­უ­რი და კონ­კრე­ტუ­ლი ჯაჭვლი­ან-კო­ბა­ხი­ძე-სა­გა­ნე­ლი­ძის არ­სე­ბო­ბა ამ კო­ა­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ, ვი­ჯე­ქი და ვამ­ბობ­დი - აი, ჩემო თავო - იქ არ არი­ან უსუ­ფაშ­ვილ-ალა­სა­ნია-ხი­და­შელ-პეტ­რი­აშ­ვი­ლი?

შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი - კურ­სის უც­ვლე­ლო­ბა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია!

სი­მარ­თლე ით­ქვას - წელ­ში გა­მარ­თუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, როცა ვის­მენ­დი მა­გა­ლი­თად ნინო გო­გუ­ა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სი­ტყვას თე­მა­ზე - ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­რი კა­ნო­ნი!!! აბა, ვინ "გა­მი­ბე­დავ­და" და ვინ მე­ტყო­და, რომ ნინო პარ­ლა­მენ­ტში არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო... ეგ­რე­ვე ვუ­პა­სუ­ხებ­დი, რომ თუ ნინო არ იქ­ნე­ბო­და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ამ და სხვა კა­ნო­ნებს ნამ­დვი­ლად არ მი­ი­ღებ­დნენ!

ამა­სო­ბა­ში, ჩა­ტარ­და ნატო-ს უელ­სის სამ­მი­ტიც და მი­ვი­ღეთ ის, რაც მი­ვი­ღეთ - ჩვე­ნი პროგ­რე­სის ამ­სახ­ვე­ლი... და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და კი­დევ "არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი"... წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, კო­ლექ­ტი­უ­რი სა­გა­ნე­ლი­ძი­სათ­ვის რომ ენ­დოთ ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ან უელ­სის სამ­მი­ტი, ახლა სად და რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დით?..

თუმ­ცა, მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უჭე­რენ მხარს, მა­ინც მი­ტევ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­მუფლჟი... ანუ ფოთ­ლი­ზა­ცი­აა-ო.

ღირ­სე­უ­ლად მე­ჭი­რა თავი - ვი­ცავ­დი და ვი­ცავ­დი თავს და უსუ­ფაშ­ვილ-ალა­სა­ნია-ხი­და­შელ-პეტ­რი­აშ­ვილს... "სის­ხლის ღვრამ­დე" მი­დი­ო­და ჩვე­ნი კა­მა­თე­ბი... არ­გუ­მენ­ტე­ბი მქონ­და... არ­გუ­მენ­ტე­ბი მა­თაც ჰქონ­დათ... ბო­დი­ში რაა, ბო­დი­შებ­საც არ ვუხ­დი­დით ერ­თმა­ნეთს...

სულ არ მინ­დო­და, მაგ­რამ, ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი შუ­ა­შის­ტად - იქი­დან "მახ­რო­ვი ქო­ცე­ბი" მძიძ­გნიდ­ნენ, აქე­დან "მახ­რო­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ მინ­დობ­დნენ... შუ­ა­შის­ტი, ან, უა­რე­სი - ელი­ტუ­რი "ქოცი" გავ­ხდი ნელ-ნელა!...

გა­მოხ­და ხანი - ხსე­ნე­ბუ­ლი და­სა­ცა­ვი ოთხე­უ­ლი­დან ორი - ალა­სა­ნია-პეტ­რი­აშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ ჩა­მო­ა­ცი­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას... შე­სა­ბა­მი­სად, არ­გუ­მენ­ტე­ბი შე­ე­მა­ტათ ოდინ­დენ მო­კა­მა­თე-მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს...

შე­სუს­ტდა უსუ­ფაშ­ვილ-ხი­და­შე­ლის პო­ზი­ცი­ე­ბიც.

ბევ­რმა კო­ლექ­ტი­ურ­მა ჭიკ...ჭი­კა­ი­ძემ წა­ი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი... და ასე, შიგ­ნი­დან ბა­ლან­სმორღვე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც სრუ­ლი­ად აიშ­ვა... გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით!

წა­სულ­მა ალა­სა­ნი­ამ და კომ­პა­ნი­ამ თქვეს - კურ­სი იც­ვლე­ბაო!

მე მა­შინ დავ­წე­რე - ეს არის ბრძო­ლა ატ­ლან­ტის­ტებს და არა­ატ­ლან­ტის­ტებს შო­რის!.. არ და­მე­თან­ხმნენ ისევ.

"მახ­რო­ვი ქო­ცებ­მა" კვლავ დამ­ძიძ­გნეს - აბა, სად შე­იც­ვა­ლა კურ­სიო...

დამ­ძიძ­გნეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მომ­ხრე­ებ­მაც - აკი გე­უბ­ნე­ბო­დი­თო! ახლა და­ი­ნა­ხეო?

(ჰო, მა­შინ და­ვი­ნა­ხე და, შე­საძ­ლოა, არა პირ­ვე­ლად...)

და ახლა კი - სულ ბო­ლომ­დე აიშ­ვა მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ! ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მყო­ფებ­მა... პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც არც და ვერც ხვდე­ბი­ან, რა­ტომ არ უნდა გვე­ში­ნო­დეს რუ­სე­თის... რა­ტო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი "ნატო"... რა­ტომ ამო­წუ­რა თავი კა­რა­სინ-აბა­ში­ძის ფორ­მატ­მა...

და მე ვამ­ბობ - აღა­რა­ნა­ი­რად აღარ ვოც­ნე­ბობ! წა­სუ­ლია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე!.. ვერ გას­წორ­დე­ბა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა... ვე­რა­ფერს გა­მო­ას­წო­რებს - ვერც ლა­რის კურსს, ვერც სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს, ვერც ვე­ღა­რა­ფერს!!!

მით უფრო - იმიჯს!

და მისი იმი­ჯიც არ მა­ღელ­ვებს დი­დად... ის ვე­რა­სო­დეს შედ­გე­ბა რელსზე - სა­ხე­ლად - და­სავ­ლუ­რო­ბა - რად­გან და­სავ­ლუ­რო­ბა არაა მხო­ლოდ ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი - მა­გა­ლი­თად, ჯაჭვლი­ან­მა რომ თქვას - ნატო-ში უნდა გავ­წევ­რი­ან­დე­თო... არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, რად­გან ჯაჭვლი­ა­ნი, ისე­ვე რო­გორც სა­გა­ნე­ლი­ძე, თა­ვის­თა­ვა­დაა ანტი-ნატო!

ჩვე­ნი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი - აშშ რა­ხა­ნია მოგ­ვი­წო­დებს, რომ ერ­თად დავ­დგეთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხში - სა­ქარ­თვე­ლოს ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ის სა­და­რა­ჯო­ზე... ვა­ღი­ა­რებ - ნა­წყე­ნი ვარ ბევ­რზე - მა­გა­ლი­თად, ერთ ნა­ცი­ო­ნალ დე­პუ­ტატ­ზე, რო­მელ­საც 38 წე­ლი­წა­დია ვიც­ნობ და, რო­მელ­თა­ნაც ბავ­შვო­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი... (მას­ზე დიდი ხანი არა­ვის ვიც­ნობ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან) (ნა­წყე­ნი ვარ მისი ზო­გი­ერ­თი პო­ზი­ცი­ის გამო)...

მაგ­რამ - ვამ­ბობ - ბო­დი­ში თქვენ­თან და "მკი­დია" ჩემი ოდინ­დე­ლი წყე­ნე­ბი (ალ­ბათ მეც მი­წყე­ნი­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლად მის­თვის ჩემი ზო­გი­ერ­თი პო­ზი­ცი­ის გამო).

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია საფრ­თხე­ში!

ძა­ლი­ან შე­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­ბი ჩვენ­თან... რუ­სე­ბი - ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი, ცხა­კა­ი­ე­ბი, მა­ხა­რა­ძე­ე­ბი...

მე ვამ­ბობ - არც დი­ა­ლო­გი მა­ში­ნებს არა­ვის­თან და არც მე­გობ­რო­ბა!

უფრო ზუს­ტად მათ­თან - ვი­საც შე­საძ­ლოა ბევრ რა­მე­ში არც ვე­თან­ხმე­ბო­დე, მაგ­რამ, მთა­ვარ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კი ყვე­ლას­თან ვერ­თი­ან­დე­ბი!" - ნათ­ქვა­მია სტა­ტუს­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"აღარანაირად აღარ ვოცნებობ! წასულია ამ ხელისუფლების საქმე!.. ვერ გასწორდება ეს ხელისუფლება..." - ირაკლი ტაბლიაშვილი

"აღარანაირად აღარ ვოცნებობ! წასულია ამ ხელისუფლების საქმე!.. ვერ გასწორდება ეს ხელისუფლება..." - ირაკლი ტაბლიაშვილი

პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას "ფეისბუქის" სტატუსით ეხმიანება:

"მთელი ჩემი ცხოვრებაა ვოცნებობ!

როდესაც ნამდვილი "ოცნება" მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინაც კი ვოცნებობდი... კი, რა თქმა უნდა, არ მომწონდა კოლექტიური და კონკრეტული ჯაჭვლიან-კობახიძე-საგანელიძის არსებობა ამ კოალიციაში, მაგრამ, ვიჯექი და ვამბობდი - აი, ჩემო თავო - იქ არ არიან უსუფაშვილ-ალასანია-ხიდაშელ-პეტრიაშვილი?

შესაბამისად, მთავარი - კურსის უცვლელობა, გარანტირებულია!

სიმართლე ითქვას - წელში გამართულად ვგრძნობდი თავს, როცა ვისმენდი მაგალითად ნინო გოგუაძის არაჩვეულებრივ სიტყვას თემაზე - ანტიდისკრიმინაციური კანონი!!! აბა, ვინ "გამიბედავდა" და ვინ მეტყოდა, რომ ნინო პარლამენტში არ უნდა ყოფილიყო... ეგრევე ვუპასუხებდი, რომ თუ ნინო არ იქნებოდა უმრავლესობის წევრი, ამ და სხვა კანონებს ნამდვილად არ მიიღებდნენ!

ამასობაში, ჩატარდა ნატო-ს უელსის სამმიტიც და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ჩვენი პროგრესის ამსახველი... დამადასტურებელი ჩანაწერები და კიდევ "არსებითი პაკეტი"... წარმოდგენაც კი მიჭირს, კოლექტიური საგანელიძისათვის რომ ენდოთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ან უელსის სამმიტი, ახლა სად და როგორ ვიქნებოდით?..

თუმცა, მეგობრები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, მაინც მიტევდნენ. ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი კამუფლჟი... ანუ ფოთლიზაციაა-ო.

ღირსეულად მეჭირა თავი - ვიცავდი და ვიცავდი თავს და უსუფაშვილ-ალასანია-ხიდაშელ-პეტრიაშვილს... "სისხლის ღვრამდე" მიდიოდა ჩვენი კამათები... არგუმენტები მქონდა... არგუმენტები მათაც ჰქონდათ... ბოდიში რაა, ბოდიშებსაც არ ვუხდიდით ერთმანეთს...

სულ არ მინდოდა, მაგრამ, ასე ჩამოვყალიბდი შუაშისტად - იქიდან "მახროვი ქოცები" მძიძგნიდნენ, აქედან "მახროვი ნაციონალები" არ მინდობდნენ... შუაშისტი, ან, უარესი - ელიტური "ქოცი" გავხდი ნელ-ნელა!...

გამოხდა ხანი - ხსენებული დასაცავი ოთხეულიდან ორი - ალასანია-პეტრიაშვილი საერთოდ ჩამოაცილეს ხელისუფლებას... შესაბამისად, არგუმენტები შეემატათ ოდინდენ მოკამათე-მოწინააღმდეგეებს...

შესუსტდა უსუფაშვილ-ხიდაშელის პოზიციებიც.

ბევრმა კოლექტიურმა ჭიკ...ჭიკაიძემ წაიღო ინიციატივები... და ასე, შიგნიდან ბალანსმორღვეულმა ხელისუფლებამაც სრულიად აიშვა... განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობების კუთხით!

წასულმა ალასანიამ და კომპანიამ თქვეს - კურსი იცვლებაო!

მე მაშინ დავწერე - ეს არის ბრძოლა ატლანტისტებს და არაატლანტისტებს შორის!.. არ დამეთანხმნენ ისევ.

"მახროვი ქოცებმა" კვლავ დამძიძგნეს - აბა, სად შეიცვალა კურსიო...

დამძიძგნეს "ნაციონალების" მომხრეებმაც - აკი გეუბნებოდითო! ახლა დაინახეო?

(ჰო, მაშინ დავინახე და, შესაძლოა, არა პირველად...)

და ახლა კი - სულ ბოლომდე აიშვა მერე ხელისუფლებამ! ძალაუფლებაში მყოფებმა... პირებმა, რომლებიც არც და ვერც ხვდებიან, რატომ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის... რატომაა აუცილებელი "ნატო"... რატომ ამოწურა თავი კარასინ-აბაშიძის ფორმატმა...

და მე ვამბობ - აღარანაირად აღარ ვოცნებობ! წასულია ამ ხელისუფლების საქმე!.. ვერ გასწორდება ეს ხელისუფლება... ვერაფერს გამოასწორებს - ვერც ლარის კურსს, ვერც საინვესტიციო გარემოს, ვერც ვეღარაფერს!!!

მით უფრო - იმიჯს!

და მისი იმიჯიც არ მაღელვებს დიდად... ის ვერასოდეს შედგება რელსზე - სახელად - დასავლურობა - რადგან დასავლურობა არაა მხოლოდ ლიტონი სიტყვები - მაგალითად, ჯაჭვლიანმა რომ თქვას - ნატო-ში უნდა გავწევრიანდეთო... არაფერი შეიცვლება, რადგან ჯაჭვლიანი, ისევე როგორც საგანელიძე, თავისთავადაა ანტი-ნატო!

ჩვენი მთავარი პარტნიორი - აშშ რახანია მოგვიწოდებს, რომ ერთად დავდგეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში - საქართველოს ვესტერნიზაციის სადარაჯოზე... ვაღიარებ - ნაწყენი ვარ ბევრზე - მაგალითად, ერთ ნაციონალ დეპუტატზე, რომელსაც 38 წელიწადია ვიცნობ და, რომელთანაც ბავშვობა მაქვს გატარებული... (მასზე დიდი ხანი არავის ვიცნობ პოლიტიკოსებიდან) (ნაწყენი ვარ მისი ზოგიერთი პოზიციის გამო)...

მაგრამ - ვამბობ - ბოდიში თქვენთან და "მკიდია" ჩემი ოდინდელი წყენები (ალბათ მეც მიწყენინებია კონკრეტულად მისთვის ჩემი ზოგიერთი პოზიციის გამო).

საქართველოს ეკზისტენციალური არჩევანია საფრთხეში!

ძალიან შემოვიდნენ რუსები ჩვენთან... რუსები - ორჯონიკიძეები, ცხაკაიები, მახარაძეები...

მე ვამბობ - არც დიალოგი მაშინებს არავისთან და არც მეგობრობა!

უფრო ზუსტად მათთან - ვისაც შესაძლოა ბევრ რამეში არც ვეთანხმებოდე, მაგრამ, მთავარში - საქართველოს ვესტერნიზაციის განხორციელებაში კი ყველასთან ვერთიანდები!" - ნათქვამია სტატუსში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია