სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამაკაცების თვალით დანახული ქალების უცნაურობები - საინტერესოა, ეთანხმებით?
მამაკაცების თვალით დანახული ქალების უცნაურობები - საინტერესოა, ეთანხმებით?

ჩვენ, ქა­ლე­ბი, რა თქმა უნდა, ვერ ვამ­ჩნევთ, რომ რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბა გვჭირს, მაგ­რამ მა­მა­კა­ცე­ბი სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ. მარ­თა­ლია, გვიყ­ვარს ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ამით რა შავ­დე­ბა? არც არა­ფე­რი... ან იქ­ნებ, ავე­ჯის გა­და­ად­გი­ლე­ბაა უც­ნა­უ­რი საქ­ცი­ე­ლი?.. თუ ამას ავე­ჯის მა­ღა­ზი­ა­ში გან­ვიზ­რა­ხავთ, მარ­თლაც, უც­ნა­უ­რო­ბად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა კაცს, მაგ­რამ სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ამის გა­კე­თე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა... ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი უკვე დიდი ხა­ნია, რაც ქა­ლე­ბის უც­ნა­ურ ქცე­ვებს სწავ­ლობს. თუმ­ცა, თვი­თო­ნაც აღი­ა­რებს, რომ ის, რაც მა­მა­კა­ცებს უც­ნა­უ­რად ეჩ­ვე­ნე­ბათ, ქა­ლის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. მოდი, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას მეშ­ვე­ო­ბით ვცა­დოთ იმის გარ­კვე­ვა, თუ რას მი­იჩ­ნე­ვენ მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლის უც­ნა­ურ ქცე­ვად და სწო­რად მსჯე­ლო­ბენ თუ არა ისი­ნი...

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემ­თან მო­ვი­და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ახა­ლი შექ­მნი­ლი ჰქონ­და. მას დედა ადრე გარ­დაც­ვლია და მა­მას ორი ვაჟი მარ­ტოს გა­უზ­რდია. სამი მა­მა­კა­ცი ერ­თად, ქა­ლის გა­რე­შე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ამი­ტომ, ჩემს პა­ცი­ენტს გა­უ­ჭირ­და მე­უღ­ლეს­თან შე­გუ­ე­ბა და ერ­თად ცხოვ­რე­ბის პირ­ველ­სა­ვე დღე­ე­ბი­დან, მათ შო­რის კონ­ფლიქტმა იჩი­ნა თავი. ცოლი ცდი­ლობ­და, ოჯა­ხი კა­ლა­პოტ­ში ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა, სახ­ლი ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე და­ა­ლა­გა, სა­დილ-ვახ­შა­მიც თა­ვის დრო­ზე იყო მზად... ქმა­რი კი ვერა და ვერ გა­და­ე­წყო ახალ ყა­ი­და­ზე. ცო­ლის ნე­ბის­მი­ე­რი საქ­ცი­ე­ლი უც­ნა­უ­რად ეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩემ­თან კი იმის­თვის მო­ვი­და, რომ მო­ე­ყო­ლა ცო­ლის უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბის შე­სა­ხებ და მი­ე­ღო რჩე­ვა, ჰქონ­და თუ არა მის ცოლს ფსი­ქი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი... რო­დე­საც მას მო­ვუს­მი­ნე, გა­ვოც­დი, რად­გან ქა­ლის ქცე­ვა­ში უც­ნა­უ­რი ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მივ­ხვდი, რომ მა­მა­კაცს თვი­თონ ჰქონ­და რა­ღაც პრობ­ლე­მა... რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნი, ცოლ-ქმარს შო­რის სი­ტუ­ა­ცია მო­წეს­რიგ­და. მერე და­ვინ­ტე­რეს­დი, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი მის ძმა­საც ხომ არ ჰქონ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ძმის ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იყო. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, ეს თემა უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მეს­წავ­ლა. ყვე­ლა მა­მა­კაცს, პა­ცი­ენ­ტი იყო ის, ნაც­ნო­ბი თუ ნა­თე­სა­ვი, ვე­კი­თხე­ბო­დი, რა უც­ნა­უ­რი ქცე­ვა ჰქონ­და მის მე­უღ­ლეს ან თუნ­დაც, მე­გო­ბარ ქალ­ბა­ტონს და ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტად და­ვაჯ­გუ­ფე.

- იქ­ნებ, დაწ­ვრი­ლე­ბით გვი­ამ­ბოთ, რა მი­აჩ­ნი­ათ მა­მა­კა­ცებს ქა­ლის უც­ნა­ურ ქცე­ვად?

- დაწ­ვრი­ლე­ბით ამ ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა ძალ­ზე შორს წაგ­ვიყ­ვან­და; ვეც­დე­ბი, ძი­რი­თად სა­კი­თხებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა. და­ვი­წყოთ იმით, რაც მა­მა­კა­ცებს ყვე­ლა­ზე მე­ტად აღაშ­ფო­თებს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამაკაცების თვალით დანახული ქალების უცნაურობები - საინტერესოა, ეთანხმებით?

მამაკაცების თვალით დანახული ქალების უცნაურობები - საინტერესოა, ეთანხმებით?

ჩვენ, ქალები, რა თქმა უნდა, ვერ ვამჩნევთ, რომ რაღაც უცნაურობა გვჭირს, მაგრამ მამაკაცები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მართალია, გვიყვარს ტელეფონზე საუბარი, მაგრამ ამით რა შავდება? არც არაფერი... ან იქნებ, ავეჯის გადაადგილებაა უცნაური საქციელი?.. თუ ამას ავეჯის მაღაზიაში განვიზრახავთ, მართლაც, უცნაურობად მოეჩვენება კაცს, მაგრამ საკუთარ ბინაში ამის გაკეთება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა... ფსიქოლოგი მარინა რეხვიაშვილი უკვე დიდი ხანია, რაც ქალების უცნაურ ქცევებს სწავლობს. თუმცა, თვითონაც აღიარებს, რომ ის, რაც მამაკაცებს უცნაურად ეჩვენებათ, ქალისთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია. მოდი, ქალბატონი მარინას მეშვეობით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რას მიიჩნევენ მამაკაცები ქალის უცნაურ ქცევად და სწორად მსჯელობენ თუ არა ისინი...

- რამდენიმე წლის წინ, ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. მას დედა ადრე გარდაცვლია და მამას ორი ვაჟი მარტოს გაუზრდია. სამი მამაკაცი ერთად, ქალის გარეშე, წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ამიტომ, ჩემს პაციენტს გაუჭირდა მეუღლესთან შეგუება და ერთად ცხოვრების პირველსავე დღეებიდან, მათ შორის კონფლიქტმა იჩინა თავი. ცოლი ცდილობდა, ოჯახი კალაპოტში ჩაეყენებინა, სახლი ძირისძირობამდე დაალაგა, სადილ-ვახშამიც თავის დროზე იყო მზად... ქმარი კი ვერა და ვერ გადაეწყო ახალ ყაიდაზე. ცოლის ნებისმიერი საქციელი უცნაურად ეჩვენებოდა. ჩემთან კი იმისთვის მოვიდა, რომ მოეყოლა ცოლის უცნაური ქცევების შესახებ და მიეღო რჩევა, ჰქონდა თუ არა მის ცოლს ფსიქიკასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები... როდესაც მას მოვუსმინე, გავოცდი, რადგან ქალის ქცევაში უცნაური ვერაფერი აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მამაკაცს თვითონ ჰქონდა რაღაც პრობლემა... როდესაც ყველაფერი ავუხსენი, ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია მოწესრიგდა. მერე დავინტერესდი, მსგავსი პრობლემები მის ძმასაც ხომ არ ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძმის ოჯახში ყველაფერი ნორმალურად იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ეს თემა უფრო საფუძვლიანად შემესწავლა. ყველა მამაკაცს, პაციენტი იყო ის, ნაცნობი თუ ნათესავი, ვეკითხებოდი, რა უცნაური ქცევა ჰქონდა მის მეუღლეს ან თუნდაც, მეგობარ ქალბატონს და ეს პრეტენზიები რამდენიმე პუნქტად დავაჯგუფე.

- იქნებ, დაწვრილებით გვიამბოთ, რა მიაჩნიათ მამაკაცებს ქალის უცნაურ ქცევად?

- დაწვრილებით ამ ყველაფრის მოყოლა ძალზე შორს წაგვიყვანდა; ვეცდები, ძირითად საკითხებზე გავამახვილო ყურადღება. დავიწყოთ იმით, რაც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღაშფოთებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია