სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ყვება საკუთარ სიყვარულზე ულამაზესი წყვილი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა
რას ყვება საკუთარ სიყვარულზე ულამაზესი წყვილი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა

ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რას" ფეხ­ბურ­თე­ლის ლაშა კა­ლან­და­ძის და მო­დე­ლის მა­რი­ამ ხორ­გუ­აშ­ვი­ლის სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­ე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­ჩე­ნამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. წყვი­ლის გა­რეგ­ნო­ბამ გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა. ლაშა და მა­რი­ა­მი სულ მალე ბი­ჭის მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ფეხ­ბურ­თელ­მა Ambebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- ლაშა, სად გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- მა­რი­ა­მი და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი ერთ-ერთ ბარ­ში. მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო. ასე­თი გოგო რომ არ მო­გე­წო­ნოს თა­ვი­დან­ვე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა (იცი­ნის). ცოტა რთუ­ლი იყო მისი მო­ხიბ­ვლა.

- რა გა­ა­კე­თე მის მო­სა­ხიბ­ლად?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. უბ­რა­ლოდ დიდ დროს ვუთ­მობ­დი, რომ შე­მო­ე­ხე­და (იცი­ნის), ამით შე­ვაყ­ვა­რე თავი. მა­რი­ა­მი ჩემი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია.

- რა სურპრი­ზებს უწყობ­დი?

- უამ­რავ სა­ჩუქ­რებს ვჩუქ­ნი­დი. როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, სიღ­ნაღ­ში წა­ვიყ­ვა­ნე, რეს­ტო­რან­ში რო­მან­ტი­უ­ლი ვახ­შა­მი მო­ვუ­წყვე, ვარ­დის ფურ­ცლე­ბით იყო მო­ფე­ნი­ლი რეს­ტო­რა­ნი. "აი­ფო­ნი" და ყვა­ვი­ლე­ბი ვა­ჩუ­ქე.

- რამ­დენ ხან­ში აუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი?

- გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში ავუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი. მთლად ქუ­ჩა­ში არ ამიხ­სნია სიყ­ვა­რუ­ლი, სა­დღაც ვი­ყა­ვით და ვუ­თხა­რი, რომ მიყ­ვარს. თვი­თო­ნაც ხვდე­ბო­და, რომ მიყ­ვარ­და.

- ორი­ვე ლა­მა­ზე­ბი ხართ, არ ეჭ­ვი­ა­ნობთ ერ­თმა­ნეთ­ზე?

- თა­ვი­დან უფრო ვი­ყა­ვი ეჭ­ვი­ა­ნი, მაგ­რამ მა­რი­ა­მი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზეზს არას­დროს მაძ­ლევს.

- ხში­რად ჩხუ­ბობ­დით შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს?

- კა­მა­თით გვი­კა­მა­თია, მაგ­რამ მაქ­სი­მუმ ორ დღე­ში ვუ­რიგ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს.

- რაზე კა­მა­თობთ?

- ახლა ბავ­შვის სა­ხელ­ზე ვკა­მა­თობთ. მე მინ­და ლა­ზა­რე და­ვარ­ქვა, მა­რი­ამს კი უნდა ან­დრია ან დე­მეტ­რე და­ვარ­ქვათ. ივ­ნის­ში ბიჭს ვე­ლო­დე­ბით.

- ინ­ტერ­ნეტ­ში თქვენ­მა ფო­ტო­ებ­მა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, ელო­დით ამას?

- ვე­ლო­დი, რომ უფრო შუ­რი­ან კო­მენ­ტა­რებს და­წერ­დნენ, მაგ­რამ ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დი.

- მა­რი­ა­მი რო­მე­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლია?

- ახლა აღარ მო­დე­ლობს მა­რი­ა­მი, რად­გან ორ­სუ­ლია. ის "იმიჯ-ცენ­ტრის" მო­დე­ლია. ამ მუც­ლით ჩვე­ნე­ბებ­ზე ვერ გა­მო­ვა.

- ვის­გან ელო­დი შუ­რი­ან კო­მენ­ტა­რებს?

- მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­გან. სა­ნამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით იმ­დე­ნი შური და ბოღ­მა იყო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, მაგ­რამ ახლა პი­რი­ქით მოხ­და. ხალ­ხი თბი­ლად გვხვდე­ბა.

- სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში რა­ტომ არ წახ­ვე­დით?

- ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე ვარ­ჯიშ­ზე ვი­ყა­ვი. რთუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, მა­რი­ა­მის ორ­სუ­ლო­ბის გა­მოც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წას­ვლა, როცა ბავ­შვი გაჩ­ნდე­ბა შემ­დეგ წა­ვალთ სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ყვება საკუთარ სიყვარულზე ულამაზესი წყვილი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა

რას ყვება საკუთარ სიყვარულზე ულამაზესი წყვილი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა

ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელის ლაშა კალანდაძის და მოდელის მარიამ ხორგუაშვილის საქორწინო ფოტოების ინტერნეტში გამოჩენამ მთელი საქართველო აალაპარაკა. წყვილის გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა. ლაშა და მარიამი სულ მალე ბიჭის მშობლები გახდებიან. ფეხბურთელმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- ლაშა, სად გაიცანით ერთმანეთი?

- მარიამი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ ბარში. მეგობარმა გამაცნო. ასეთი გოგო რომ არ მოგეწონოს თავიდანვე, როგორ შეიძლება (იცინის). ცოტა რთული იყო მისი მოხიბვლა.

- რა გააკეთე მის მოსახიბლად?

- განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ დიდ დროს ვუთმობდი, რომ შემოეხედა (იცინის), ამით შევაყვარე თავი. მარიამი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია.

- რა სურპრიზებს უწყობდი?

- უამრავ საჩუქრებს ვჩუქნიდი. როცა შეყვარებულები გავხდით, სიღნაღში წავიყვანე, რესტორანში რომანტიული ვახშამი მოვუწყვე, ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი რესტორანი. "აიფონი" და ყვავილები ვაჩუქე.

- რამდენ ხანში აუხსენი სიყვარული?

- გაცნობიდან დაახლოებით სამ თვეში ავუხსენი სიყვარული. მთლად ქუჩაში არ ამიხსნია სიყვარული, სადღაც ვიყავით და ვუთხარი, რომ მიყვარს. თვითონაც ხვდებოდა, რომ მიყვარდა.

- ორივე ლამაზები ხართ, არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?

- თავიდან უფრო ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ მარიამი ეჭვიანობის მიზეზს არასდროს მაძლევს.

- ხშირად ჩხუბობდით შეყვარებულობის დროს?

- კამათით გვიკამათია, მაგრამ მაქსიმუმ ორ დღეში ვურიგდებოდით ერთმანეთს.

- რაზე კამათობთ?

- ახლა ბავშვის სახელზე ვკამათობთ. მე მინდა ლაზარე დავარქვა, მარიამს კი უნდა ანდრია ან დემეტრე დავარქვათ. ივნისში ბიჭს ველოდებით.

- ინტერნეტში თქვენმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ელოდით ამას?

- ველოდი, რომ უფრო შურიან კომენტარებს დაწერდნენ, მაგრამ ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი.

- მარიამი რომელი სააგენტოს მოდელია?

- ახლა აღარ მოდელობს მარიამი, რადგან ორსულია. ის "იმიჯ-ცენტრის" მოდელია. ამ მუცლით ჩვენებებზე ვერ გამოვა.

- ვისგან ელოდი შურიან კომენტარებს?

- მთელი საქართველოსგან. სანამ შეყვარებულები ვიყავით იმდენი შური და ბოღმა იყო, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ახლა პირიქით მოხდა. ხალხი თბილად გვხვდება.

- საქორწინო მოგზაურობაში რატომ არ წახვედით?

- ქორწილის მეორე დღეს, დილის 11 საათზე ვარჯიშზე ვიყავი. რთული გრაფიკი მაქვს, მარიამის ორსულობის გამოც ვერ მოვახერხეთ საქორწინო მოგზაურობაში წასვლა, როცა ბავშვი გაჩნდება შემდეგ წავალთ საქორწინო მოგზაურობაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია