რა აკავშირებს ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს მსოფლიოს პირველ მილიარდერ მამაკაცთან, ჯონ როკფელერთან

რა აკავშირებს ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს მსოფლიოს პირველ მილიარდერ მამაკაცთან, ჯონ როკფელერთან

კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს თავის დროზე საყვარელი საქმის პოვნაში წიგნი დაეხმარა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრას" ეთერში გადაცემა "ბიზნეს- press"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან:

"როკფელერმა, ისევე როგორც ჩვენ, ბიზნესი ნულიდნ დაიწყო. მასში ეს მომწონს ყველაზე მეტად.... ამ ბიზნესმენმა გაიარა ძალიან რთული პერიოდი და გახდა მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში ნომერ პირველი ბიზნესმენი მსოფლიო ასპარეზზე. მისი კომპანია Standard Oil იყო მსოფლიოში პირველი კომპანია. 1995-96 წლებში, როცა ჩვენ ნავთობსექტორში პირველი კომპანია შევქმენით, ბავშვობიდან მოყოლილი შთაგონების გამო კომპანიას როკფელერის მსგავსად "სტანდარტ ოილი" დავარქვი, - იხსენებს სოსო ფხაკაძე.

ექიმების ოჯახში დაბადებულ სოსო ფხაკაძეს მშობლები მომავალ მედიცინის სფეროს წარმომადგენლად მოიაზრებდნენ, არც თავად იყო წინააღმდეგი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს სრულიად შემთხვევით ხელში ჩაუვარდა სქელტანიანი წიგნი, რომელშიც ჯონ დევისონ როკფელერის შესახებ იყო მოთხრობილი.

როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ბიზნესში და რა გახდა ბიზნესმენისთვის შთაგონების წყარო, ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ვრცლად ორშაბათს, 23 თებერვალს, 22 საათსა და 30 წუთზე "პალიტრა tv"- ს ეთერში, გადაცემა "ბიზნეს-press" გიამბობთ.

ასევე დაგაინტერესებთ| 10 ბრძნული რჩევა მსოფლიოს პირველი მილიარდერი მამაკაცისგან

მოამზადა სალომე შიხაშვილმა

გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა

გურიაში კორონავირუსი 4 პედაგოგს დაუდასტურდა

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე