ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინის საკითხს მიეძღვნა, მიიღეს რეზოლუციის პროექტი N2202/2015. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსულმა მხარემ წარადგინა, მხარი 15-მა წევრმა დაუჭირა.
დოკუმენტი ითვალისწინებს მინსკის შეთანხმების სრულ მხარდაჭერას და საუბარია ვადებში ამ შეთანხმების მოთხოვნების უპირობო შესრულებაზე.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოითხოვა.