"დიდი შვიდიანის" წევრი ქვეყნები რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან

"დიდი შვიდიანის" წევრი ქვეყნები რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან

"დიდი შვიდიანის" წევრი ქვეყნები რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, რომ მინსკში რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმების დამრღვევ მხარეებს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებენ.

"დიდი შვიდიანი" მზადაა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მინსკის შეთანხმებას დაარღვევს, არ შეწყვეტს ცეცხლს და არ გაიყვანს სამხედრო ტექნიკას დონბასის ტერიტორიიდან", - წერია "დიდი შვიდიანის" ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

"დიდი შვიდიანის" ქვეყნებს კანადა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი წარმოადგენენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა