დონბასში პრორუსი მებრძოლების შედეგად განხორციელებულ თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, გასული ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" უკრაინის არმიის პოზიციების მიმართულებით 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი. "მათ დაბომბეს დაასახლებული პუნქტები და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები. გუშინ ღამით "ბოევიკებმა" სოფელ სჩასტიეში 6 ადამიანი, სოფელ გორნიაკში - 5, ხოლო სამი არტემოვსკში მოკლეს", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"
სიახლე!
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.