სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
TOP 10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს
TOP 10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

გთა­ვა­ზობთ სა­უ­კე­თე­სო ფილ­მებს სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყვილ­მა ერთხელ მა­ინც უნდა ნა­ხოს:

  • Blue valentine (”ლურ­ჯი ვა­ლენ­ტი­ნი”)

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი და რე­ა­ლის­ტუ­რი ის­ტო­რია და­კარ­გულ სიყ­ვა­რულ­ზე. რე­ჟი­სო­რი დე­რეკ კი­ანფრენ­სი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყისს და და­სას­რულს გვიჩ­ვე­ნებს. ფილმში ვხე­დავთ ახალ­გაზ­რდა, მხი­ა­რულ, სიყ­ვა­რუ­ლით და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით სავ­სე წყვილს და შვი­დი წლის შემ­დეგ გაზ­რდილ, დაღ­ლილ ცოლ-ქმარს, რომ­ლებ­მაც ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი და­კარ­გეს.

”ლურ­ჯი ვა­ლენ­ტი­ნი” სა­უ­კე­თე­სო ილუსტრა­ცი­აა იმი­სა, თუ რამ­დე­ნად ემო­ცი­ე­ბით აღ­სავ­სეა სიყ­ვა­რუ­ლი და­სა­წყის­ში და რამ­დე­ნად ემო­ცი­ე­ბის­გან დაც­ლი­ლია მისი და­სას­რუ­ლი.

  • The fault in our stars - ”ბე­დის ვარ­სკვლა­ვის ბრა­ლია”

”ბე­დის ვარ­სკვლა­ვის ბრა­ლია” (ასე თარ­გმნეს ფილ­მი ქარ­თულ გა­ქი­რა­ვე­ბა­ში) - ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რია, კლი­შე­ე­ბიც უხ­ვად აქვს და არც დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბით და­იკ­ვეხ­ნის. თუმ­ცა ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­გე­ბუ­ლი, აღ­ქმუ­ლი და დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ფილ­მი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის სიყ­ვა­რულ­ზე. და რო­გორც ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი დრა­მა, მისი ყუ­რე­ბა იწყე­ბა ღი­მი­ლით და მთავ­რდე­ბა ცრემ­ლე­ბით. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს ფილ­მი თქვე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბის ტეს­ტია: თუ მისი ხილ­ვი­სას არ იტი­რეთ, სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ კარ­დი­ო­ლოგს, შე­იძ­ლე­ბა გული გაქვთ გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

  • Her - (”მისი”)

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მო­მა­ვალ­ში? შე­საძ­ლოა, რომ სა­კუ­თა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა შე­გიყ­ვარ­დეს? სა­ერ­თოდ, რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი? რო­დე­საც სიყ­ვა­რუ­ლი ქრე­ბა, სად მი­დის ეს გრძნო­ბა? ამ თე­მებ­ზე ბევ­რი იფიქ­რა რე­ჟი­სორ­მა სპა­იკ ჯონსმა და გა­და­ი­ღო ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი დრა­მა სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მელ­საც არ­სე­ბო­ბის­თვის მა­ტე­რია არ სჭირ­დე­ბა. თბი­ლი ფე­რე­ბით სავ­სე სუ­რა­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბელ მა­სა­ლას იძ­ლე­ვა, რო­მელ­ზე ფიქ­რსაც კარ­გა ხანს გა­აგ­რძე­ლებთ.

  • Eternal sunshine of the spotless mind - (”ნა­თე­ლი გო­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა”)

ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტის მქო­ნე ფილ­მი ჩვენს სი­ა­ში. დრა­მა­ტუ­ლი და, ერ­თგვა­რად, მა­გი­უ­რიც. ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად ბრძო­ლაა სა­ჭი­რო. მის­თვის, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე ბნელ ად­გი­ლებ­ში მოხ­ვედ­რა მო­გი­წი­ოს, მაგ­რამ რო­დე­საც სიყ­ვა­რუ­ლი ფა­სე­უ­ლია, მის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა წახ­ვი­დე. მი­შელ გონ­დრის უკვე სა­კულ­ტო ფილ­მად ქცე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, თუ რამ­დე­ნად იო­ლია და­კარ­გო სიყ­ვა­რუ­ლი და რამ­ხე­ლა ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო მის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

  • Love actually – (”რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი”)

Love actually-ს მარ­ტი­ვად აღ­წე­რა რომ დამ­ჭირ­დეს, ვი­ტყო­დი, რომ მისი ყუ­რე­ბა გემ­რი­ე­ლი ნა­ყი­ნის ჭა­მას ჰგავს: ის გემ­რი­ე­ლია, ტკბი­ლი და იო­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბას გი­ნერ­გავს. პო­ზი­ტი­უ­რი და კე­თი­ლი ის­ტო­რია სიყ­ვა­რუ­ლის თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ირ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. გვას­წავ­ლის, რომ გრძნო­ბებს არც ლინგვის­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, არც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ასა­კი, არც ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბა, არც სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ფე­ხუ­რი, არც რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბა, არც სექ­სუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბა და სა­ერ­თოდ, არა­ნა­ი­რი კულ­ტუ­რუ­ლი ბა­რი­ე­რი არ აჩე­რებს და არ სჭირ­დე­ბა. ის ყველ­გან და ყვე­ლა­შია.

  • Punch drunk love – (”გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი”)

პოლ ტო­მას ან­დერ­სო­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი (თუ არა ერ­თა­დერ­თი) სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რია. მას სა­უ­კე­თე­სოდ ეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გია და ცნო­ბი­ე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, რომ მისი ფილ­მი სა­უ­კე­თე­სო მა­ნი­ფეს­ტია, რო­მე­ლიც ოდეს­მე სიყ­ვა­რულ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლა.

ფილმში არის რო­გორც თვალ­სა­ჩი­ნო, ისე სი­ტყვი­ე­რი მე­ტა­ფო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად აღ­წერს სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლას, მის მო­ახ­ლო­ე­ბას, გაღ­ვი­ვე­ბას, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას და ამოქ­მე­დე­ბას. Punch drunk love, ერთი შე­ხედ­ვით, უც­ნა­უ­რი კო­მე­დია გე­გო­ნე­ბათ (ადამ სენდლე­რი - მთა­ვარ როლ­ში) და ასე­ცაა; უბ­რა­ლოდ, ფილმში კი­დევ ბევ­რი რა­მაა, რის გა­მოც ის თავს შე­გაყ­ვა­რებთ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

TOP 10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

TOP 10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა წყვილმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს:

  • Blue valentine (”ლურჯი ვალენტინი”)

ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და რეალისტური ისტორია დაკარგულ სიყვარულზე. რეჟისორი დერეკ კიანფრენსი წყვილის ურთიერთობის დასაწყისს და დასასრულს გვიჩვენებს. ფილმში ვხედავთ ახალგაზრდა, მხიარულ, სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით სავსე წყვილს და შვიდი წლის შემდეგ გაზრდილ, დაღლილ ცოლ-ქმარს, რომლებმაც ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს.

”ლურჯი ვალენტინი” საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ რამდენად ემოციებით აღსავსეა სიყვარული დასაწყისში და რამდენად ემოციებისგან დაცლილია მისი დასასრული.

  • The fault in our stars - ”ბედის ვარსკვლავის ბრალია”

”ბედის ვარსკვლავის ბრალია” (ასე თარგმნეს ფილმი ქართულ გაქირავებაში) - ძალიან ბანალურია, კლიშეებიც უხვად აქვს და არც დრამატურგიული მიღწევებით დაიკვეხნის. თუმცა ეს არის ყველაზე კარგად გაგებული, აღქმული და დეკლარირებული ფილმი თინეიჯერების სიყვარულზე. და როგორც ყველა ღირსეული რომანტიკული დრამა, მისი ყურება იწყება ღიმილით და მთავრდება ცრემლებით. ჩათვალეთ, რომ ეს ფილმი თქვენი ადამიანობის ტესტია: თუ მისი ხილვისას არ იტირეთ, სასწრაფოდ მიმართეთ კარდიოლოგს, შეიძლება გული გაქვთ გაჩერებული.

  • Her - (”მისი”)

როგორი შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობები მომავალში? შესაძლოა, რომ საკუთარი ოპერატიული სისტემა შეგიყვარდეს? საერთოდ, როგორ ყალიბდება სიყვარული? როდესაც სიყვარული ქრება, სად მიდის ეს გრძნობა? ამ თემებზე ბევრი იფიქრა რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა და გადაიღო ფუტურისტული დრამა სიყვარულზე, რომელსაც არსებობისთვის მატერია არ სჭირდება. თბილი ფერებით სავსე სურათი ძალიან საინტერესო გასაანალიზებელ მასალას იძლევა, რომელზე ფიქრსაც კარგა ხანს გააგრძელებთ.

  • Eternal sunshine of the spotless mind - (”ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”)

ყველაზე ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი ჩვენს სიაში. დრამატული და, ერთგვარად, მაგიურიც. ნამდვილი სიყვარულის დასაბრუნებლად ბრძოლაა საჭირო. მისთვის, შესაძლოა, ყველაზე ბნელ ადგილებში მოხვედრა მოგიწიოს, მაგრამ როდესაც სიყვარული ფასეულია, მისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე. მიშელ გონდრის უკვე საკულტო ფილმად ქცეული ნამუშევარი დეტალურად აღწერს, თუ რამდენად იოლია დაკარგო სიყვარული და რამხელა ძალისხმევაა საჭირო მის დასაბრუნებლად.

  • Love actually – (”რეალური სიყვარული”)

Love actually-ს მარტივად აღწერა რომ დამჭირდეს, ვიტყოდი, რომ მისი ყურება გემრიელი ნაყინის ჭამას ჰგავს: ის გემრიელია, ტკბილი და იოლად მოსაპოვებელი ბედნიერების შეგრძნებას გინერგავს. პოზიტიური და კეთილი ისტორია სიყვარულის თითქმის ყველანაირ გამოვლინებაზე მოგვითხრობს. გვასწავლის, რომ გრძნობებს არც ლინგვისტური შესაძლებლობები, არც ბიოლოგიური ასაკი, არც ფიზიკური არსებობა, არც სოციალური საფეხური, არც რელიგიური აღმსარებლობა, არც სექსუალური იდენტობა და საერთოდ, არანაირი კულტურული ბარიერი არ აჩერებს და არ სჭირდება. ის ყველგან და ყველაშია.

  • Punch drunk love – (”გამაოგნებელი სიყვარული”)

პოლ ტომას ანდერსონი თანამედროვეობის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) საუკეთესო რეჟისორია. მას საუკეთესოდ ესმის ადამიანების ფსიქოლოგია და ცნობიერი. შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ მისი ფილმი საუკეთესო მანიფესტია, რომელიც ოდესმე სიყვარულზე გადაღებულა.

ფილმში არის როგორც თვალსაჩინო, ისე სიტყვიერი მეტაფორები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს სიყვარულის ძალას, მის მოახლოებას, გაღვივებას, გაანალიზებას და ამოქმედებას. Punch drunk love, ერთი შეხედვით, უცნაური კომედია გეგონებათ (ადამ სენდლერი - მთავარ როლში) და ასეცაა; უბრალოდ, ფილმში კიდევ ბევრი რამაა, რის გამოც ის თავს შეგაყვარებთ წაიკითხეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება